საქმე ისაა, რომ უშუალოდ შსს-თსუ-ს დაპირისპირებაში ფავორიტები ძალოვნები იყვნენ: სტუდენტებს გუშინ ტრავმების გამო აკლდათ ორი წამყვანი კალათბურთელი მიხეილ ფანჩულიძე და გიორგი მარხვაშვილი. შესაბამისად, ორი კარგი მოთამაშითა და ერთი მწვრთნელით გაძლიერებული შსს-ს წინააღმდეგ მხოლოდ შვიდმა სტუდენტმა ითამაშა. თუმცა, ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა გმირულად იბრძოლა და ძალოვნებს დრამატული მატჩი მოუგო. სტუდენტებმა უდიდესი მონდომების, ერთსულოვნებისა და ბრძოლისუნ
პირველ წინადადებაში სიტყვა "ტრადიცია" შემთხვევით არ გვიხსენებია: თსუ-მ შარშან საქართველოს თასის მეოთხედფინალიდან შსს (82:80) გამოთიშა, ხოლო ნახევარფინალში "ენერჯის" აჯობა (84:75), თუმცა ფინალში გიორგი ცინცაძით გაძლიერებულ "აგრარულთან" დათმო. თსუ-მ თასზე შარშანწინაც სენსაცია "გამოაცხო" - ნახევარფინალში მანამდე უძლეველი "ენერჯი" დაამარცხა, მაგრამ იმ შემთხვევაშიც ფინალში დათმო. ფავორიტად შერაცხულთა თსუ-ს მიერ ძლევის კიდევ არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება.
რაც შეეხება ქორქია-საკანდელიძის მემორიალს, ამ შეჯიბრებას წლეულს ახალი გამარჯვებული ეყოლება - ტურნირი აქამდე არც თსუ-ს მოუგია და არც "სოხუმს".
***
მართალია, ჯერ თსუ-სა და შსს-ს მატჩზე მოგითხრეთ, მაგრამ ფინალის საგზური პირველმა "სოხუმმა" მოიპოვა. სოხუმელთა და რუსთაველთა მატჩში წინასწარ შეიძლებოდა გამარჯვებულის ვინაობის გამოცნობა: "ენერჯი" სუპერლიგის პირველი წრის შემდეგ საგრძნობლად დასუსტდა და ახალგაზრდებით ცდილობს ფონს გასვლას. მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა საწყის ორ ტურში გაიმარჯვა, თუმცა გუშინ შედარებით გამოცდილ "სოხუმთან" ვერას გახდა.
ყველაფერი, ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც სოხუმელებმა 45:17 მოიგეს. სტუმართა შორის შესანიშნავად თამაშობდა ლაშა ფარღალავა, რომელმაც წინა ტურის მატჩი ("დინამოსთან") გამოტოვა და დასვენებულმა რუსთაველებს დიდი პრობლემები შეუქმნა. ფარღალავა სამქულიანებსაც აგდებდა და თანაგუნდელებს პასებითაც კარგად ამარაგებდა.
***
მართალია, ფინალში მოხვედრის შანსი აღარ ჰქონდათ "სამედიცინოსა" და "აგრარულს", მაგრამ მოტივაცია მაინც საკმარისი შერჩათ - 2011 წელს პირველი გამარჯვების წყურვილით სტუდენტები ერთმანეთს თავიდანვე მედგრად შეებნენ. როგორ თანაბრადაც დაიწყო შეხვედრა, ისევე დასრულდა - 77:77.
"აგრარულის" რუსთაველ გამთამაშებელ დავით არწივიძეს ძირითად დროშივე შეეძლო თანაგუნდელთათვის მოგების მოტანა, მაგრამ საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე საჯარიმოს ხაზზე დამდგარმა 2-დან მხოლოდ 1 ტყორცნა გამოიყენა, ანგარიში გათანაბრდა და დამატებითი დრო დაინიშნა.
ოვერტაიმის პირველივე წუთზე "აგრარულმა" სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. მედიკოსებმა არასპორტული და ტექნიკური შენიშვნები მიიღეს, სიგუამ ოთხივე საჯარიმო ჩააგდო, რასაც ჩაჩანიძემ ზუსტი სამქულიანი მოაყოლა და აგრარული უნივერსიტეტის გუნდი 8 ქულით დაწინაურდა. მედიკოსებს ყველაზე სარგებლიანი მოთამაშე დვალიშვილი საჯარიმოების ლიმიტის ამოწურვის გამო გამოაკლდათ, ხოლო დამატებით დროში ანალოგიური მიზეზის გამო ჭოჭუაც გავარდა.
"აგრარულის" გამარჯევბაში დიდი წვლილი შეიტანეს რევაზ ჩაჩანიძემ (16 ქულა) და გიორგი ხანიაშვილმა (26).
***
მიუხედავად ფინანსური შეჭირვებისა, უხელფასოდ მოთამაშე დინამოელები ყველა მატჩში ბოლომდე იბრძვიან. მათ ეს ყველაზე კარგად გუშინ გამოუვიდათ - სტუ-სთან თავიდანვე მოიპოვეს 11-ქულიანი ფორა (21:10).
მეორე მეოთხედში ტექნიკოსებმა თამაში გამოასწორეს და ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანეს. მესამე ათწუთეულიდან თეიმურაზ თავამაიშვილის აქტიურობით "დინამომ" ინიციატივა კვლავ ხელთ იგდო და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 7 ქულით დაწინაურდა. თუმცა სტუ–მ არ დაანება და გუნდური თამაშის წყალობით ბოლო ათწუთეულში 22:9 იმარჯვა, რითაც საბოლოოდ სასურველ შედეგს მიაღწია - 68:62.
ქორქია-საკანდელიძის ფინალი კვირას 16 საათზე რუსთავის ქიმიკოსთა დარბაზში გაიმართება.
მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალი
21 იანვარი, რუსთავი, ქიმიკოსების დარბაზი
A ჯგუფი
აგრარული-სამედიცინო 91:89 (ძ.დ. 77:77)
24:16, 11:25, 18:20, 24:16, 14:12
აგრარული: ტეტელაშვილი (2ქ), ნანიტაშვილი (3ქ), სიგუა (10ქ), ჩაჩანიძე (27ქ), ხანიაშვილი (26ქ), გემაზაშვილი (10ქ), ჯავახიშვილი (5ქ), მუმლაძე (4ქ), არწივიძე (4ქ)
სამედიცინო: გულისაბედაშვილი (12ქ, 6ჩ), ჩაჩიბაია (2ქ), ი. ლეჟავა, თავართქილაძე (5ქ, 9პ), ბექაური (8ქ), ნინიაშვილი (4ქ), კეიდია (5ქ), ჭოჭუა (15ქ, 6პ), დვალიშვილი (21ქ, 7მ), თენიეშვილი (17ქ, 8მ)
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, კ. კუპატაძე
კომისარი: გ. სანაძე
შსს-თსუ 77:82
17:16, 20:23, 17:17, 23:26
შსს: ლაფანაშვილი (6ქ), ბ. ლეჟავა (30ქ), ნიკოლაძე (2ქ), კოტონი (8ქ), მარკოიშვილი (2ქ), ტუჯანი (8ქ, 12მ), ბარბაქაძე (6ქ), იმნაძე (2ქ), წივწივაძე (13ქ, 5მ, 6პ), ტომარაძე.
თსუ: გაფრინდაშვილი (12ქ, 8მ, 8პ), კოხრეიძე (7ქ, 8მ, 3ჩ), ლონდარიძე (14ქ, 3ჩ), კორკოტაძე (20ქ), ჩიტაშვილი (5ქ), მათიაშვილი (9ქ, 17მ, 3 დ), მ. ბერიშვილი (15ქ, 8მ, 4პ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი
კომისარი: რ. ხომერიკი
თ მ წ სხ ქ
1. თსუ 3 3 0 267:224 6
2. შსს 3 2 1 259:196 5
3. აგრარული 3 1 2 233:282 4
4. სამედიცინო 3 0 3 213:265 3
B ჯგუფი
დინამო-სტუ 62:68
21:10, 14:23, 18:13, 9:22
დიანამო: ივანეიშვილი (3ქ), ეძგვერაძე (13ქ), პატარაია (10ქ), თვაური (7ქ), გლუნჩაძე, შალიკიანი, ალხანაიძე (1ქ), თავამაიშვილი (21ქ, 7მ), გულდედავა (2ქ), ჩაველაშვილი (5ქ).
სტუ: ჭოხონელიძე, ვ. ბერუაშვილი (11ქ, 12მ), ჩიკვილაძე (11ქ), გასიტაშვილი (4ქ), მაჩალაძე (2ქ) თევზაძე, კობიძე (8ქ, 12მ), ჯანგველაძე (14ქ), ლაშქარაძე (7ქ), ძიძიგური (4ქ), ახალკაცი (7ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, გ. მიქელაძე
კომისარი: გ. სანაძე
ენერჯი-სოხუმი 57:84
10:21, 7:24, 20:20, 20:19
ენერჯი: მაჭავარიანი (2ქ), ბერუაშვილი, მებურიშვილი, აბაიშვილი (18ქ), გუგავა (4ქ), ზედელაშვილი (10ქ); ლამუ (9ქ, 11მ), თვარაძე, გ. არაბული (12ქ), ობგაიძე.
სოხუმი: ფარღალავა (23ქ), ჰარისი (9ქ, 5ჩ), ჩლაიძე (4ქ), კვეტენაძე (4ქ), შანიძე (13ქ, 10მ), სორდია (9ქ), კანკია (5ქ), კოპალიანი (2ქ), რ. დამუსი (7ქ, 18მ), ანთაძე (9ქ, 8მ), კვარაცხელია.
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე
კომისარი: რ. გელოვანი
თ მ წ სხ ქ
1. სოხუმი 3 3 0 279:195 6
2. ენერჯი 3 2 1 207:201 5
3. სტუ 3 1 2 227:242 4
4. დინამო 3 0 3 168:233 3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
.