ტურნირი ორგანიზებული იყო თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის გამგეობისა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ.
თამაშები ვერის ბაღის საკალათბურთო სასახლეში 5 და 6 დეკემბერს გაიმართა. 6 მონაწილე 2 ჯგუფში განაწილდა. პირველში თავი "აკადემიამ", "ჰიუნდაი 2"-მა და "მართვემ" მოიყარეს, ხოლო მეორე ჯგუფი "არმიამ", "ჰიუნდაიმ" და "ორბმა" შეადგინეს.
ჯგუფებში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ, ხოლო მეორეადგილოსნებმა ერთმანეთში მე-3 ადგილი გაითამაშეს. ბრინჯაოს მედლებისთვის
ფინალური მატჩი კი მეტად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ზვიად დიდბარიძისა და ნინო ყიფშიძის გაწვრთნილი "ორბი" მთელი პირველი ტაიმი უგებდა "აკადემიას", თუმცა მეორე ნახევარში ალექსანდრე ჯაფარიძის გუნდმა ინიციატივა მოიპოვა და გამარჯვებამდე მივიდა.
საბოლოოდ "აკადემიამ" 92:63 დაამარცხა "ორბი" და ამაგდარი საკალათბურთო მწვრთნელის სახელობის თასი მოიპოვა. ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც პრიზიორ გუნდებთან ერთად ინდივიდუალური პრიზების მომგები მოთამაშეებიც დაასაჩუქრეს.
მე-3 ადგილზე გასული "ჰიუნდაი" მთაწმინდის რაიონის გამგეობის კულტურის, სპორტისა და განათლების განყოფილების უფროსმა გიორგი კაშიამ მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა.
"ორბის" მწვრთნელებს და მოთამაშეებს შესაბამისი მედლები და სიგელები მთაწმინდის გამგებლის მოადგილე კახაბერ ქოროღლიშვილმა გადასცა, რომელმაც ასევე ტურნირის საუკეთესო უკანახაზელად დასახელებული რატი ანდრონიკაშვილი სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.
ტურნირზე დაწესებული იყო მაყურებელთა სიმპათიის პრიზი, რომელიც "ორბის" მოთამაშე გიორგი ბიჭიაშვილს ერგო. გამარჯვებულს პრიზი თამაზ ოქრუაშვილის მეგობარმა, ვერის ბაღის გულშემატკივართა კლუბის წევრმა თემურ ღაღანიძემ გადასცა.
საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა აკადემიელთა ლიდერი მიშა ზურაბაშვილი, რომელიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ალეკო პეტრიაშვილმა დააჯილდოვა.
დაბოლოს, ჩემპიონ "აკადემიას" მედლები, სიგელები და საჩემპიონო თასი მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსმა ზვიად კოტრიკაძემ გადასცეს.
წყარო: superleague.ge