სუპერლიგის ხელმძღვანელობამ 2012 წელი დაგეგმა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე შაბათს, 24 დეკემბერს დასრულდა, 27-ში კი სუპერლიგის ხელმძღვანელობამ სპორტის სამინისტროში მიგვიწვია და 2012 წლის გეგმები გაგვაცნო. (სუპერლიგის II წრის კალენდარი)

როგორც წინა წლებში, ამჯერადაც იანვარში, ერთმანეთის მიყოლებით გაიმართება ქორქია-საკანდელიძის მემორიალი და საქართველოს თასი, ხოლო თებერვლიდან სუპერლიგის მეორე წრე დაიწყება. ასევე შედგება ვარსკვლავთა მატჩი, ხოლო 30 მაისს სეზონს ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი დახურავს, რომელშიც ერთმანეთს თასის მფლობელი და ჩემპიონი დაუპირისპირდება.

პრესკონფერენციაზე სუპერლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ მომავალი წლის ტურნირებზეც ილაპარაკა და პირველ წრესაც შეეხო:
- მოკლედ შევაჯამებ
პირველ წრეს და გეტყვით: სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების მიმდინარე სეზონის პირველ წრეში სულ 208 მატჩი გაიმართა, სადაც არაერთი საინტერესო და სანახაობრივი შეხვედრა ვიხილეთ. აღსანიშნავია, "არმიას" ასპარეზობა ევროჩელენჯზე, ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ ჩვენი კლუბები საერთაშორისო სარბიელზე კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევენ.

მთავარია, რომ ისინი ძლიერდებიან და შესაბამისად, სუპერლიგა და მთლიანად ქართული კალათბურთი ძლირდება. დიდი მადლობა ამისთვის კლუბებს და ვიდრე მეორე წრე დაიწყება, რომელიც გაცილებით საინტერესო და დაძაბული იქნება, გველის ორი მნიშვნელოვანი ტურნირი. 2012 წლის სეზონი ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორიას მემორიალით გაიხსნება, რომელიც 16 იანვარს აიღებს სტარტს (ვაკეში მდებარე საკლათბურთო აკადემიის დარბაზი უმაპინძლებს).

მემორიალში მონაწიელობას 7 გუნდი მიიღებს: "არმია", სტუ, "დინამო", "სოხუმი", შსს, თსუ და "რუსთავი". აღნიშნული გუნდები 2 ქვეჯგუფში განთავსდებიან და ერთ წრედ ითამაშებენ. სუპერლიგის მიმდინარე სეზონის პირველი წრის სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ქორქია-საკანდელიძის მემორიალში მონაწილე გუნდები ქვეჯგუფებში შემდეგნაიარად გადანაწილდა:

A ჯგუფი: 1. არმია, 2. სტუ, 3. დინამო.
B ჯგუფი: 1. სოხუმი, 2. შსს, 3. თსუ, 4. რუსთავი.

მემორიალის ფინალი 20 იანვარს გაიმართება, ხოლო მისი დასრულების შემდეგ, 23 იანვარს საქართველოს თასი დაიწყება, სადაც სუპერლიგაში მონაწილე 11-ვე გუნდი იასპარეზებს. პირველი წრის სატურნირო მდგომარეობის მიხედვით პირველი 7 გუნდი ("არმია", "ქუთაისი", "ოლიმპი", "სოხუმი", შსს, სტუ, "დინამო") პირდაპირ მეოთხედფინალში ითამაშებენ, ხოლო მომდევნო ოთხეული (თსუ, "სამედიცინო", "ბათუმი", "რუსთავი") მეოთხედფინალის საგზურს საკვალიფიკაციო ტურნირში გაითამაშებს.

საქართველოს თასის მატჩებს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება, ხოლო ნახევარფინალებს და ფინალს თბილისის სპორტის სასახლე უმაპინძლებს. ფინალი 30 იანვარს იგეგმება.

ბოლოს შემოგთავაზებთ მემორიალისა და თასის გათამაშების კალენდარს.

ქორქია - საკანდელიძის მემორიალი
A ჯგუფი: არმია, სტუ, დინამო.
B ჯგუფი: სოხუმი, შსს, თსუ, რუსთავი.

16 იანვარი
12:00 შსს-რუსთავი
14:00 სტუ-დინამო
16:00 სოხუმი-თსუ

17 იანვარი
12:00 სოხუმი-რუსთავი
14:00 შსს-თსუ
16:00 არმია-სტუ

18 იანვარი
12:00 თსუ-რუსთავი
14:00 არმია-დინამო
16:00 სოხუმი-შსს

20 იანვარი
16:00 (ჯგუფების გამარჯვებულები).

საქართველოს თასი
23 იანვარი
საკვალიფიკაციო
1. 12:00 სამედიცინო-ბათუმი
2. 14:00 თსუ-რუსთავი

24 იანვარი
16:00 1-2

25 იანვარი
მეოთხედფინალი
1. 14:00 არმია-საკვალიფიკაციო
2. 18:00 სოხუმი-შსს
3. 12:00 ოლიმპი-სტუ
4. 16:00 ქუთაისი-დინამო

26 იანვარი
ნახევარფინალი
16:00 3-4
18:00 1-2

30 იანვარი
ფინალი
14:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული