"ოლიმპი" და "არმია" თასის ნახევარფინალში არიან

AutoSharing Option
დღეს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზი 2012 წლის საქართველოს თასის მეოთხედფინალურ შეხვედრებს მასპინძლობს.

დღის პირველ მატჩში "ოლიმპმა" სტუ 87:60 გაანადგურა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც "ქუთაისსა" და "დინამოს" წყვილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ოლიმპელთა შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ შეასრულა: ილიცა მილუტინოვიჩმა 17 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა, ხოლო მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზე 17 ქულა და 12 მოხსნაა. "ტექნიკოსთა" რიგებში გამოირჩა გიორგი ხანიაშვილი, რომელმაც 20 ქულა მიითვალა.

ასევე დასრულდა "არმიასა" და თსსუ-ს შეხვედრა, სადაც "ძალოვნებმა" იოლად 109:77 იმარჯვეს და ნახევარფინალში "სოხუმსა" და
შსს-ს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან. "არმიას" 28 ქულით ბენჟამინ ვუდსაიდმა ულიდერა, ხოლო სამედიცინოს რიგებში 22 ქულითა და 18 მოხსნით ორმაგი დუბლი გიორგი ფერიაშვილმა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ დღეს აკადემიის დარბაზში კიდევ ორი მატჩი გაიმართება: ნახევარფინალური საგზურისთვის "ქუთაისი"-"დინამო"(დაიწყო) და "სოხუმი"- შსს (18:00) იბრძოლებენ.

superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაიმტერესებს ვერის საკალატბურტო სასახლე კალატბურტის ფედერაციას ეკუტვნის ტუ მერია,რატო არ ტარდება ვერის საკალატბურტო სასახლესჰი კალატბურტის ტამასჰები
ramazi
21:05 25-01-2012
0

სიახლეები პოპულარული