თუ მარტში ყველაზე მეტჯერ კლავიატურაზე სიტყვა "ზაზა" ავკრიფე, მაისის სარეკორდო დაკაკუნება "არმიაზე" მოდის. კოტე ტუღუშის შეგირდებმა ვარდობისთვეს მართლაც ინავარდეს: მეოთხედფინალი და ნახევარფინალი უდანაკარგოდ გაიარეს, ფინალში 3:1 გაიმარჯვეს, 25 მაისს კიდევ ერთ ჯილდოს დაეუფლნენ - ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასს.
ისევე როგორც ჩემპიონატი, არმიელებმა ეს თასიც მეორედ მოიგეს.
რადგან საქართველოს თასის ფინალისტი ქუთაისი იყო, ჩემპიონ "არმიას" სუპერთასისთვის სწორედ იმერული კლუბი დაუპირისპირდა. ლოგიკის
დავით უსტიაშვილის შეგირდები დაცვაშიც მტკიცედ დადგნენ და შეტევებისასაც ჩვეული სიზუსტით გამოირჩეოდნენ - სამქულიანს სამქულიანი მიაყოლეს და საწყისი მეოთხედი 25:22 მოიგეს.
მეორე პერიოდიდან არმიელები ლოგიკას აჰყვნენ, როგორც იტყვიან, თამაში გახსნეს, მაღალ ტემპში, მაღალი სიზუსტით შეუტიეს და შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს - 55:35 დაწინაურდნენ. 55-დან 27 ქულა "არმიას" კალათბურთელებმა სამქულიანებით მოაგროვეს. საბოლოოდ ამ კომპონენტში ჯერემი რიჩარდსონი (6-დან 4 სამქულიანი) და ბუბა კვიმსაძე გამოირჩნენ (5-დან 3).
მატჩის მსვლელობისას ფედერაციამ მწვრთნელი ზურაბ ტომარაძე კალათბურთში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური სიგელით დააჯილდოვა.
სეზონის საუკეთესო ახალგაზრდას, დუდა სანაძეს ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის, ზვიად მიქაძის სახელობის გარდამავალი პრიზი გადაეცა.
საუკეთესო მწვრთნელმა, კოტე ტუღუშმა გიორგი ავალიშვილის სახელობის ჯილდო მიიღო.
სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშედ კი, კალათბურთის ფედერაციის გამოკითხვის შედეგად "არმიას" უკანახაზელი ბენ ვუდსაიდი დასახელდა. ცხადია, საპატიო თასი მასაც ერგო.
ნამატჩევს
კოტე ტუღუში ("არმიას" მწვრთნელი):
- რთულია ჩემპიონატის მოგების შემდეგ მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარება, მაგრამ მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ. მადლობა "ქუთაისს", რომელმაც კარგი სეზონი ჩაატარა და დღესაც ღირსეულად იბრძოლა სუპერთასისთვის.
დავით უსტიაშვილი ("ქუთაისის" მწვრთნელი):
- "არმიამ" ყველა ტიტული დამსახურებულად მოიგო. რაც შეეხება "ქუთაისს", ვფიქრობ, ასეთ ძლიერ ჩემპიონატში მესამე ადგილი კარგი შედეგია. ასეთი დონის პირველობა არასოდეს გვქონია. ნახევარფინალში დიდი ბრძოლები გამოვიარეთ, საქართველოს თასის ფინალსა და სუპერთასის ფინალში ვიასპარეზეთ და ვთვლი, რომ ძალიან შედეგიანი სეზონი გვქონდა.
ლევან ცეკვავა:
- მატჩში ტრავმის გამო ვერ ვითამაშე. ჯერაც ვმკურნალობ ფეხს, რომელიც მესამე ნახევარფინალური მატჩისას ვიტკინე. დღეს, "არმიამ" მაღალ დონეზე ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა.
ბლიც-ინტერვიუ
ბენ ვუდსაიდი: გუნდის დამსახურებაა
"არმიამ" სეზონი დამაჯერებლად რომ ჩაატარა, მნიშვნელოვნად გამთამაშებლის ბენ ვუდსაიდის დამსახურებაა.
საინტერესოა თავად რას ფიქრობს ჩვენს ჩემპიონატზე და საუკეთესოდ აღიარებაზე...
- "არმიამ" ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, რაც მთლიანად გუნდის, მწვრთნელებისა და მოთამაშეების დიდი შრომის შედეგია. მადლობა ყველას სეზონის საუკეთესო კალათბურთელის ტიტულისთვის. ვთვლი, რომ ეს წარმატება გუნდის დამსახურებაა და ამისთვის დიდი მადლობა "არმიას" თითოეულ წევრს.
- რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს სეზონი შენს კარიერაში?
- საინტერესო სეზონი იყო, დიდი გამოცდილება მივიღე, რომელიც მომავალში აუცილებლად წამადგება. ყოველთვის ვცდილობ საკუთარ თავზე ვიმუშაო. ასე რომ, ყოველი სეზონი წინგადადგმული ნაბიჯია, მითუმეტეს თუ გუნდურადაც აღწევ წარმატებას.
- 2012-13 წლების სეზონში "არმიაში" დარჩენაზე რა აზრისა ხარ?
- მომავალ გეგმებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამაღამ შინ ვბრუნდები და დასვენებას ვაპირებ. შემდეგ ჩემს აგენტთან შეთანხმებით გადავწყვეტ სად გავაგრძელებ კარიერას.
სუპერთასი-2012
25 მაისი, თბილისი. სპორტის სასახლე
არმია-ქუთაისი 87:75
22:25, 33:10, 19:19, 13:21
არმია: რიჩარდსონი (16ქ, 3მ), ბაბიაშვილი (12ქ, 3მ), მინაშვილი (10ქ, 7მ), უგრეხელიძე (2ქ, 5მ), კვიმსაძე (11ქ, 9პ, 2ჩ), ტომასი (9ქ, 5მ), მოსეშვილი, ათანელიშვილი (4მ), შელბომი (11ქ, 7მ, 2დ), ვუდსაიდი (10ქ, 3პ, 3ჩ, 4მ), საყვარელიძე (6ქ, 5მ, 5პ, 2ჩ).
ქუთაისი: ფაშაევი (5ქ), კოჰადარევიჩი (11ქ, 7მ, 3დ), ბაბუნაშვილი (12ქ, 5მ, 2პ, 2ჩ), დიდია (12ქ, 2პ), ტუკვაძე, დ. ბარბაქაძე (15ქ, 10მ), ლომინაშვილი (2ქ), გ. ბარბაქაძე (8ქ, 6მ, 3პ), კუჭავა (4ქ), ქორიძე, მათიაშვილი (6ქ, 4მ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი.
სუპერთასის ყველა მატჩი
სუპერთასი-2006
თსუ/ნიკორა-თბილავიამშენი 89:82
16:19, 21:25, 25:15, 27:23
თსუ-ნიკორა: ბეჟანიშვილი (29ქ), ლეჟავა (21ქ), ირაკლი ბერიშვილი (19ქ), მუშკუდიანი (6ქ), კეშელავა (6ქ), დიდია (6ქ), ვეფხვაძე (2ქ), ფანჩულიძე, სანიკიძე, ტყეშელაშვილი, მარხვაშვილი, ი. მაისურაძე.
მწვრთნელი: დ. უსტიაშვილი.
თბილავიამშენი: ტუღუში (25ქ), მინაშვილი (17ქ), ხოშტარია (16ქ), გ. მარკოიშვილი (13ქ), როდუმტა (8ქ), ბ. ბერიშვილი (2ქ), ნიკოლაძე (1ქ), მოსეშვილი, დ. ბერიშვილი, ორმოცაძე, ბ. ნოზაძე.
მწვრთნელი: ლ. მოსეშვილი.
სუპერთასი-2007
აზოტი-თბილავიამშენი 80:67
17:19, 24:18, 19:10, 20:20
აზოტი: ტუღუში (13ქ, 8პ), უგრეხელიძე (13ქ, 5მ), გოგობერიშვილი (12ქ), ბეჟანიშვილი (11ქ), დიდია (8ქ), მარკოიშვილი (7ქ), მალეშევიჩი (6ქ), ბოისა (4ქ), ტუჯანი (4ქ), ჭოჭუა (2ქ).
მწვრთნელი: დ. უსტიაშვილი.
თბილავიამშენი: ბაბიაშვილი (19ქ, 10პ, 8მ), დ. ბარბაქაძე (17ქ), ნიკოლაძე (12ქ), როდუმტა (9ქ, 10მ), ხოშტარია (4ქ, 4პ), დ. ბერიშვილი (4ქ), კეიდია (2ქ).
მწვრთნელი: ლ. მოსეშვილი
სუპერთასი-2008
ენერჯი-თბილავიამშენი 93:88
23:12, 26:27, 22:27, 22:22
ენერჯი: სტეფანოვი (25ქ, 12მ), გამყრელიძე (15ქ, 6პ), ბაბიაშვილი (15ქ, 5მ), ლეჟავა (13ქ), ჭოჭუა (10ქ, 4პ), ტუჯანი (8ქ), ჩიტაშვილი (7ქ).
მწვრთნელი: დ. უსტიაშვილი.
თბილავიამშენი: მინაშვილი (23ქ), ტუღუში (19ქ, 8მ, 7პ), ნიკოლაძე (14ქ, 5პ), მათიაშვილი (12ქ, 9მ), როდუმტა (11ქ, 8მ, 4დ), ბერაია (5ქ), კვიმსაძე (4ქ, 6პ).
მწვრთნელი: ლ. მოსეშვილი.
სუპერთასი-2009
ენერჯი-ავიამშენი 71:76
21:20, 16:23, 20:15, 14:18
ენერჯი: გამყრელიძე (6ქ, 4პ, 7მ), ბაბიაშვილი (4ქ, 7მ), ლეჟავა (13ქ), დიდია (5ქ), ტუღუში (13ქ, 3პ, 5ფ), უგრეხელიძე (9ქ, 5მ), არწივიძე (3ქ), ტუჯანი (14ქ, 10მ, 3დ), ჭოჭუა (4ქ)
მწვრთნელი: დ. უსტიაშვილი
ავიამშენი: ი. ბერიშვილი (11ქ, 5ფ), ნიკოლაძე, მათიაშვილი (10ქ, 16მ, 4დ), ნინიაშვილი (21ქ, 6მ), ნაცვლიშვილი (5ქ, 3დ), პირველაშვილი (4ქ), ბოისა (7ქ, 5მ, 5ფ, 2დ), დ. ბერიშვილი (18ქ, 7პ, 5ჩ)
მწვრთნელი: ლ. მოსეშვილი
სუპერთასი-2010
ენერჯი-აგრარული 80:83
20:14, 18:26, 18:19, 24:24
ენერჯი: მაჭავარიანი, ცეკვავა (18ქ, 6მ), ჩაჩანიძე, აბაიშვილი (5ქ, 3ჩ), დვალიშვილი (13ქ, 10მ, 3დ), არწივიძე (3პ, 3ჩ), ხმელიძე (12ქ, 8მ, 3პ), ჭოჭუა (19ქ, 5მ, 5პ), პირველაშვილი (13ქ, 5მ)
მწვრთნელი: მ. ბერუაშვილი
აგრარული: გულისაბედაშვილი (3ქ), ჩაჩიბაია (13ქ, 6მ), წივწივაძე (28ქ, 8მ, 3პ), მარხვაშვილი (9ქ), ტყეშელაშვილი (1ქ), ნინიაშვილი (14ქ, 5მ), ათანელისვილი (6ქ, 12მ), გ. ბარბაქაძე (8ქ, 4პ, 4ჩ), დიდია (1ქ).
მწვრთნელი: მ. კობეშავიძე
სუპერთასი-2011
არმია-შსს 79:63
25:18, 23:14, 12:16, 19:15
არმია: ტუღუში (25ქ), ბოისა (6ქ), საყვარელიძე (11ქ), ბაბიაშვილი (2ქ), შარაბიძე (6ქ), ბაქრაძე (2ქ), მინაშვილი (9ქ), პირველაშვილი (9ქ), ლ. მოსეშვილი (3ქ), ათანელიშვილი (2ქ), ათუაშვილი, ბ. ბერიშვილი (4ქ)
მწვრთნელი: ლ. მოსეშვილი
შსს: ი. ბერიშვილი (6ქ), ნიკოლაძე (11ქ), ლაფანაშვილი (11ქ, 12მ), ტუჯანი (12ქ), იმნაძე (12ქ), დ. ბარბაქაძე (1ქ), დეკანოიძე (3ქ), წივწივაძე (5ქ), ტომარაძე (2ქ)
მწვრთნელი: დ. უსტიაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"