სოხუმი - ოლიმპი 81:72
რუსთავი - შსს აკადემია 69:57
ფინალში გასვლისთვის ერთმანეთს "სოხუმი" - "არმია" შეხვდებიან. ამ წყვილში გამარჯვებული "ბ" ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და მემორიალის სატიტულო მატჩში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.
რაც შეეხება "ა" ჯგუფს, ოფიციალურად არაა გადაწყვეტილი, თუმცა სასწაული უნდა მოხდეს, რომ ფინალში "დინამო" ვერ გავიდეს. ხვალ, ჯგუფის ბოლო შეხვედრაში "დინამო" დღეს
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "შსს-აკადემია" მემორიალზე 20-წლამდელთა გუნდით ასპარეზობს, "დინამოს" დამარცხება, თან დიდი სხვაობით, ფაქტობრივად შეუძლებელია. აკადემიელები ტურნირში 20-წლამდელებით იმის გამო გამოდიან, რომ ძირითადმა გუნდმა შეკრება დაგეგმა და რაკი მონაწილეობის სურვილი წინასწარ ჰქონდა დაფიქსირებული, იძულებული გახდა, მემორიალზე დუბლშემადგენლობით გამოსულიყო.
რაც შეეხება დღეს გამართულ პირველ შეხვედრას, მასში ერთმანეთს "ბ" ჯგუფის წარმომადგენლები - "სოხუმი" და "ოლიმპი" შეხვდნენ. დავით თორთლაძის გაწვრთნილ ოლიმპელებს რიჩარდ მათიაშვილი დაუბრუნდა, რომელმაც ბოლო შეხვედრა ოქტომბერში, დუდუ დადიანის მემორიალზე ჩაატარა და მაშინ მომხდარი ინციდენტის გამო 10 თამაში გამოტოვა. მათიაშვილის დაბრუნება "ოლიმპს" აშკარად დაეტყო: გუნდმა სუპერლიგის ერთ-ერთ ფავორიტ "სოხუმს" ღირსეულად ებრძოლა და გამარჯვების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა.
სოხუმელები მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდნენ, თუმცა "ოლიმპი" მათ წინ დამაჯერებლად გაჭრის საშუალებას არ აძლევდა. ირაკლი ჩლაიძისა, რატი ბააკაშვილის და ლეგიონერების - ჯერემი საიმონისა და პეტარ ივანიჩის ძალისხმევით სოხუმელებმა ბოლო მეოთხედის შუაწელში 15-ქულიანი ლიდერობა (75:60) მოიპოვეს. თითქოს ყველაფერიც აქ გადაწყდა, მაგრამ "ოლიმპი" ისე ათამაშდა, რამდენიმე ტუთში ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. მათიაშვილის, ირაკლი გულისაბედაშვილის და ირაკლი მიქელაძის სამქულიანების წყალობით თორთლაძის გუნდმა 3-წუთიანი მონაკვეთი 12:0 მოიგო და შეხვედრის დასრულებამდე სამიოდ წუთით ადრე მეტოქეს 72:75 მიუახლოვდა.
სოხუმელები წაგების საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ, თუმცა მობილიზება დროულად მოახერხეს და დარჩენილ დროში ჯოშუა ჯექსონისა და ირაკლი ჩლაიძის შედეგიანობით გამარჯვების მოპოვება შეძლეს - 81:72. "სოხუმში" 20 ქულა-11 მოხსნით ჯერემი საიმონსი გამოირჩა, 13-13 ქულა კი ივანიჩმა და ჩლაიძემ მიითვალეს. "ოლიმპში" 20 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო მათიაშვილი იყო, 12-12 ქულა კი გულისაბედაშვილმა და რევაზ ათანელიშვილმა მოაგროვეს
ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მთავარი მწვრთნელი): "ბიჭები თავიდანვე მოშვებულები იყვნენ, ამიტომ ბოლოს თამაში უფრო დაიძაბა. დღეს კარგად გამოჩნდა, რამხელა ძალაა მათიაშვილი "ოლიმპისთვის", ძალიან კარგად იასპარეზა, მაგრამ ალბათ მაინც ჩვენ უნდა მოგვეგო. ხვალ კიდევ უფრო საინტერესო შეხვედრა გველის "არმიასთან" და მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ ამ მატჩისთვის".
დავით თორთლაძე ("ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი): "მთელი გუნდისთვის ძალიან სასიხარულოა, რომ რიჩარდ მათიაშვილი დაგვიბრუნდა. ეს ჩვენს თამაშსაც დაეტყო, თუმცა შეხვედრა არ იყო ძალიან დაძაბული, სოხუმმა იცოდა, რომ მოიგებდა და ბოლოს მოეშვა, ამის ხარჯზე მოვახერხეთ ანგარიშის შემცირება".
რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მწვრთნელი): "შსს აკადემია ახალგაზრდა გუნდია, რომელმაც სხვათა შორის კარგი კონკურენცია გაგვიწია. განსაკუთრებით პირველ ტაიმში, სადაც საკმაოდ დიდი მობილიზება დაგვჭირდა სასურველი შედეგის მიღწევისთვის. რაც შეეხება მემორიალს, ვფიქრობ კარგი იქნება თუ მას საერთაშორისო სახე მიეცემა".
გიორგი ნიკოლაძე (შსს აკადემიის მთავარი მწვრთნელი): "მოგეხსენებათ მემორიალში დუბლშემადგენლობით გამოვდივართ და ეს ახალგაზრდებისთვის უდიდესი გამოცდილებაა. თამაშით კმაყოფილი ვარ, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და უმაღლესი ლიგის გუნდთან 12 ქულა წააგეს".
რაც შეეხება სუპერლიგაში მოასპარეზე გუნდს, ამჟამად შეკრებას გადის შსს აკადემიაში. იგეგმება გარკვეული ცვლილებები - ზოგი დატოვებს გუნდს, ზოგიც დაგვემატება. მაქსიმალურად ვემზადებით საქართველოს თასის გათამაშებისთვის და ამიტომ ვარჩიეთ მემორიალში მონაწილეობა დუბლშემადგენლობით მიგვეღო.
22 დეკემბერს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 2 მატჩი გაიმართება:
დინამო - შსს აკადემია 16:00
არმია - სოხუმი 18:00
წყარო: gbf.ge