ერთ დღეში სიტუაცია შეიცვალა: უცხოეთში მყოფი კლუბის პრეზიდენტი მინდია გულუა დაელაპარაკა კაპიტანს, ირაკლი ჩლაიძეს და უთხრა, რომ 27-დან დაიწყება ხელფასების გასტუმრება.
რაც შეეხება ბათუმურ მატჩს, პრეზიდენტმა გამოძებნა თანხა გუნდის
ბათუმში მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ კვლავ მოისაკლისა სასტარტო გამთამაშებელი ჯოშუა ჯექსონი, რომელსაც ქორქია-საკანდელიძის მემორიალის შემდეგ დისკვალიფიკაცია ჰქონდა.
მის გარეშე სოხუმელმა უკანახაზელებმა პირველ მატჩშიც დამაჯერებლად ითამაშეს და არც მეორეში დაუთმიათ ბათუმელთათვის ინიციატივა. საბოლოოდ ორივე გუნდმა 6-6 სამქულიანი გაცვალა. სწრაფი გარღვევებით ჩაგდებულ ქულებში "ბათუმმა" 20:11 იმარჯვა, თუმცა აჭარლებისთვის მცირე უპირატესობა საკმარისი არ იყო. მათ თბილისში 23 ქულის სხვაობით დათმეს და საშინაო კედლებში სოლიდური ჩამორჩენა ჰქონდათ აღმოსაფხვრელი.
გამთამაშებელ ქეიდუგანთან (19 ქულა, 10 პასი) ერთად, ბათუმის ფორვარდებმა - სეფოლდმა და ჯექსონმა დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულეს, ერთობლივად 50 ქულა ჩააგდეს, მაგრამ... მათი მონდომება წყალში ჩაყარა სოხუმელმა ჯერემი საიმონსმა, რომელმაც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა - 26 ქულას 19 მოხსნა შეაწება. სწორედ მისი დამსახურებაა, სტუმრებმა მოხსნებში 54:46 რომ იმარჯვეს.
ნახევარფინალები თებერვალში გაიმართება. "სოხუმი" "დინამოსა" და "ოლიმპს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. მეოთხედფინალის დარჩენილი ორი შეხვედრა კი თბილისში, აკადემიის დარბაზში 23 იანვარს გაიმართება. სწორედ დედაქალაქში გაირკვევა "სოხუმისა" და "ქუთაისის" მოწინააღმდეგეები.
22 იანვარი, ბათუმი
ბათუმი-სოხუმი 80:73
23:16, 15:18, 27:14, 15:25
ბათუმი: მაისურაძე (8ქ), რამიშვილი, ელიაშვილი (3ქ), კეშელავა, ბოლქვაძე (11მ, 3პ), ელიაძე, ქეიდუგანი (19ქ, 6მ, 10პ), სეფოლდი (24ქ, 12მ), ჯექსონი (26ქ, 8მ, 3პ).
სოხუმი: ივანიჩი (3პ), ჩლაიძე (13ქ, 5პ), შვანგირაძე (9ქ, 5მ, 3პ), ბააკაშვილი (10ქ, 8მ, 6პ), ქადარია (12ქ, 8მ), საიმონსი (26ქ, 19მ), ბექაური (3ქ).
ნამატჩევს
ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მთავარი მწვრთნელი):
- დიდი მადლობა მინდია გულუას, რომელმაც ფინანსური პრობლემები გადაგვიჭრა. რაც შეეხება თამაშს, ველოდით, რომ უაღრესად დაძაბული იქნებოდა და ასეც მოხდა. ჩვენი ბათუმში გამგზავრება გვიან გადაწყდა, ბიჭებს მთელი ღამე არ უძინიათ და გადაღლილები იყვნენ. ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ, საბედნიეროდ, შევძელით და გავიმარჯვეთ. 23-ქულიანი უპირატესობა ადვილად დასათმობი არ იყო და მან დიდი დამაჯერებლობა შეგვძინა.
ლაშა ოჩხიკიძე ("ბათუმის" მწვრთნელი):
- რთული თამაში იყო, 20 ქულას ვიგებდით, თუმცა საბოლოოდ იმ უპირატესობით ვერ ვიმარჯვეთ, როგორითაც გვჭირდებოდა. არადა, სულ ცოტა დაგვაკლდა წარმატებამდე. მადლობა ბიჭებს ჩინებული თამაშისა და თავდადებისთვის.
განმეორებითი შეხვედრები
1/4-ფინალი
23 იანვარი
თბილისი
18:00 არმია-რუსთავი
20:00 დინამო-ოლიმპი
1/2-ფინალი
27 თებერვალი/1 მარტი
ფინალი
29 მარტი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"