![](https://sportall.ge/pictures/image5/ab52054f3a75b8b0b520043c39fd6111.jpg)
თუკი აქამდე თასის მეოთხედფინალები და ნახევარფინალები ერთმატჩიანი იყო, ახლა გამარჯვებული 2-მატჩიანი სერიით ვლინდება. ამასთან ერთად, საპლეიოფო რაუნდებს შორის ხანგრძლივი პერიოდია.
თასის გათამაშების ნახევარფინალისტები 22-23 იანვარს გამოვლინდნენ და შემდეგნაირად დაწყვილდნენ: "არმია" - "ქუთაისი" და "დინამო" - "სოხუმი". პირველი მატჩები 27 თებერვალს ჩატარდება, საპასუხო კი - 1-ელ მარტს. თბილისში გასამართ შეხვედრებს საკალათბურთო აკადემიის დარბაზი უმასპინძლებს, ხოლო ერთადერთი რეგიონის გუნდი საშინაო მატჩს ქუთაისში გამართავს.
ნახევარფინალურ სერიებში გამარჯვებული 2 მატჩის ჯამში გამოვლინდება.
ფინალი ერთმატჩიანია და იგი 29 მარტს გაიმართება.
წყარო: superleague.ge