30 მარტს დინამოელებს "ვითასთან" დიდი ბრძოლა გადახდათ. არც ერთ გუნდს არ ეთმობოდა ნახევარფინალის საგზური და ამიტომაც დასრულდა ძირითადი დრო ფრედ, 75:75. ოვერტაიმში კი მცირე უპირატესობით დინამოელებმა იმარჯვეს.
ნახევარფინალისტთა რიგებში გამორჩეული იყო მაილსი, რომელმაც 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და მატჩი 25 ქულით დაასრულა. "ვითაში" კი 23 ქულით ბომბარდირი ჯონსი გახდა, მასზე სამით ნაკლები ჩააგდო ჩლაიძემ.
საქართველოს თასი. 1/4-ფინალი
30 მარტი,
დინამო-ვითა 86:80
15:26, 20:13, 24:16, 16:20, 11:5
დინამო: შარაბიძე (10ქ, 7მ), მაილსი (25ქ, 8მ, 7პ), სანაძე, ლონდარიძე (13ქ), შვანგირაძე (12ქ, 6მ), ბერიშვილი (7ქ), გოგოძე (6ქ, 6მ, 2დ), მაკალპინი (2ქ), კოვაჩევიჩი (11ქ, 3პ).
ვითა: ბეჟარანო (16ქ, 13მ), მაისურაძე (2ქ), ჩლაიძე (20ქ, 4პ), რევაზაშვილი, ჯონსი (23ქ, 10მ, 3ჩ), სტარატელევი, ანიკიენკო (4ქ, 11მ), წივწივაძე (15ქ, 7მ, 7პ).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"