სტუდენტებმა ძალები ქუჩის კალათბურთში მოსინჯეს

AutoSharing Option
21-22 მარტს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით უნივერსიტეტის X (მაღლივი) კორპუსის წინ ჩატარდა ტურნირი ქუჩის კალათბურთში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ თსუ-ს სტუდენტები. თამაშის მსაჯები სუპერლიგის არბიტრები იყვნენ.

ტურნირი 11 საათზე დაიწყო. გამარჯვებისთვის სულ 32 გუნდი იბრძოდა. დღის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი "მახინჯი მაიმუნები", რომლის წევრები: გიორგი ორმოცაძე, ზურა მაისურაძე და ალბერტ ბოგვერაძე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები არიან.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე სტუდენტი ზურა მაისურაძე გახდა, სამქულიანებში გამარჯვებული გიორგი პირველაშვილია, ყველაზე ტექნიკური კალათბურთელად კი ლაშა ელბაქიძე დასახელდა. მათ სტუდენტურმა
თვითმმართველობამ ჯილდოები გადასცა.

პირველ ადგილზე გასულ გუნდს სტუდენტურმა თვითმმართველობამ გადასცა ფულადი ჯილდო 500 ლარი, ხოლო მეორე ადგილზე გასულ გუნდს 250 ლარი.

გამარჯვებულებმა პრიზები კომპანია "ბილაინისა" და "რადიო ჯაკოსგანაც" მიიღეს. ტურნირის მიმდინარეობისას ჩატარდა ასევე სხვადასხვა კონკურსი მაყურებლებს შორის.

უამინდობის მიუხედავად თამაშს ბევრი მაყურებელი ადევნებდა თვალყურს. ტურნირს მუსიკალურად აფორმებდა თსუ-ს სტუდენტი მიშკა როგავა. შეჯიბრის შესვენებებზე რამოდენიმე ნომრით წარსდგა სტუდენტების წინაშე ნიჭიერის ფინალისტი მოცეკვავეთა ჯგუფი "New Style"

თამაშს ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი გიორგი ავალიანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ალექსანდრე კვიტაშვილი, სუპერლიგის დირექტორი გიორგი ზამბახიძე.


თეონა მიშველიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული