ფოთის უნიკალური მაჩვენებელი: სამად სამი მექულე

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატი. პლეი ოფი
1/2 ფინალი
პირველი მატჩები
ქუთაისი-ავერსი 103:99
29:21, 27:29, 29:21, 18:28
ქუთაისი: გრძელიძე (27ქ, 6ჩ, 4პ), ტყაბლაძე (9ქ, 8პ, 3ჩ), ფხაკაძე (22ქ, 8მ, 4ჩ), ცირეკიძე (12ქ, 18მ), დვალიშვილი (26ქ, 6მ, 5პ), გოგოძე (7ქ)
ავერსი: მიქელაძე (19ქ, 8პ, 6მ), ნადირაძე (14ქ, 10მ, 2დ), რამიშვილი (18ქ, 4პ), ბაქრაძე (6ქ, 8მ, 5პ, 3ჩ), იაკობიძე (1ქ), თევზაძე (2ქ), ფეიქრიშვილი (4ქ), თუთიაშვილი, კვანტალიანი (31ქ, 9მ, 3პ), ხეთაგური (4ქ)
სერიას იგებს "ქუთაისი" - 1:0

სოხუმი-ნაკრები-95 81:56
21:21, 24:16, 16:11, 20:8
სოხუმი: ჩოჩია (13ქ, 6პ,
3ჩ), გაფრინდაშვილი (2ქ, 8მ), დოლიძე (1ქ, 5მ), ძიძიგური (4ქ), რ. როგავა (13ქ, 12პ, 6მ, 5ჩ), დ. როგავა, გოლეთიანი (6ქ), მესხი (15ქ, 5მ), ორმოცაძე (15ქ, 8მ), ბულიავა (12ქ, 13მ)
ნაკრები-95: ბოლქვაძე (7ქ, 5მ), ამირხანაშვილი, ლილუაშვილი (12ქ, 5პ, 7ჩ), ჯაყელი, ქობალავა, აბულაძე (16ქ, 3პ), ლომთაძე, დარახველიძე (5ქ, 6მ), პულუზაშვილი (2ქ), ღურწკაია (12ქ, 8მ), ჭიხვარია (2ქ), კენჭიაშვილი (5მ)
სერიას იგებს სოხუმი - 1:0

1/4 ფინალი
სოხუმი-ფოთი 83:63
20:17, 23:16, 24:16, 16:14
სოხუმი: ჩოჩია (31ქ, 6ჩ), გაფრინდაშვილი (5ქ, 7მ, 3პ), დოლიძე, ძიძიგური (5ქ), როგავა, გოლეთიანი (5ქ), მესხი (7ქ, 11მ), პაიჭაძე, ორმოცაძე (5ქ, 4ჩ), ბულიავა (11ქ, 9მ), მელაძე (2ქ).
ფოთი: შურღაია, ჯინჭარაძე (47ქ, 20მ, 6ჩ), რუხაია (15ქ, 10მ), კეჭაყმაძე, გვანცელაძე (5მ, 3პ), ფაცია (5მ, 3ჩ), იოსავა (1ქ), მამფორია

რუსთავი-ნაკრები-95 69:86
20:20, 9:16, 28:22, 12:28
რუსთავი: ჯაჯანიძე (24ქ, 3პ, 5მ), ოქროჭელიძე (11ქ, 7მ), გაფრინდაშვილი, ჯოხაძე, გაგნიძე (7ქ, 9მ, 4პ), ჭითავა, უძილაური (7ქ), ზედელაშვილი (17ქ, 20მ), მეტრეველი, წიკლაური, ესებუა, არაბული (3ქ, 14მ, 5პ, 3ჩ)
ნაკრები-95: ბოლქვაძე (16ქ, 6მ, 3პ, 5ჩ), ამირხანაშვილი (4ქ), ლილუაშვილი (19ქ, 7პ, 3ჩ), ჯაყელი (1ქ), აბულაძე (9ქ, 5პ), ლომთაძე (2ქ), დარახველიძე (14ქ, 8მ, 3პ, 3ჩ), პულუზაშვილი (9ქ, 8მ), ღურწკაია (6ქ, 6მ), ჭიხვარია (2ქ), კენჭიაშვილი (2ქ), ცქიტიშვილი (2ქ)

ქუთაისი-ორბი 20:0

ავერსი-ზაზა 66:64
25:7, 13:13, 16:16, 12:28
ავერსი: ნადირაძე (16ქ, 7მ), რამიშვილი (7ქ, 5მ, 7პ), ბაქრაძე (3ქ, 6მ), იაკობიძე (4ქ, 9მ), თევზაძე, სამნიაშვილი (5ქ, 4ჩ), ფეიქრიშვილი (2ქ, 3პ), კვანტალიანი (22ქ, 13მ), ხეთაგური (7ქ)
ზაზა: გულმაგარაშვილი (24ქ, 5მ, 5ჩ), ეზიაშვილი, გორდულაძე (14ქ, 3ჩ), ნანიტაშვილი, მირზიაშვილი (6ქ, 16მ, 5დ), კენჭიაშვილი (11ქ), გელაზონია (9ქ, 0მ)


დღეს გაიმართება საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის განმეორებითი მატჩები. შესაძლოა, დღესვე გაირკვეს ფინალისტის, ან ფინალისტების ვინაობა, რადგან სერია ორ მოგებამდეა.

პირველ მატჩებში "სოხუმმა" და "ქუთაისმა" იმარჯვეს, შესაბამისად "ნაკრები-95" და "ავერსი" დაამარცხეს. სოხუმელებმა კადეტთა ნაკრებს კარგად ჩატარებული მეორე ტაიმის შედეგად მოუგეს, ხოლო "ქუთაისმა" პირიქით - პირველ ნახევარში უკეთესად ითამაშა, მეოთხე პერიოდი 10 ქულით დათმო და "ფარმაცევტებს" სხვაობის ოთხ ქულამდე შემცირების უფლება მისცა.

"სოხუმის" რიგებში მრავალმხრივად სარგებლიანი იყო რეზო როგავა: 13 ქულა, 12 პასი, 6 მოხსნა და 5 ჩაჭრა მოაგროვა. ქუთათურთა გამარჯვება კი გრძელიძე-ფხაკაძე-ცირეკიძე-დვალიშვილის დამსახურებაა. გადახედეთ მათ მონაგარს და თავადაც დარწმუნდებით. ნახევარფინალების სნაიპერი 31 ქულით ავერსელი კვანტალიანი გახდა.

ჭაბუკთა ჩემპიონატის მეოთხედფინალები ერთ მოგებამდე იყო. შედეგებს ოქმებში წაიკითხავთ, ჩვენ კი ერთ უნიკალურ მაჩვენებელზე გავამახვილებთ ყურადღებას: "ფოთის" მიერ ჩაგდებული 63 ქულა სამი კალათბურთელის ანგარიშზეა. მეტსაც გეტყვით - ჯინჭარაძემ და რუხაიამ ერთობლივად 62 ქულა მიითვალეს, იოსავამ კი ერთი ქულა შეაშველა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული