კადეტთა ოქრო რუსთავში

AutoSharing Option
ზაზა-რუსთავი 72:75
24:16, 20:16, 16:23, 12:20
ზაზა: კიკნაველიძე (14ქ, 5ჩ, 3პ), გორდულაძე (10ქ, 3ჩ, 9პ), კაჯაევი (7ქ), პულუზაშვილი (17ქ, 14მ, 7დ), მჭედლიძე (10ქ, 5მ), ცხვარიაშვილი, შეყილაძე (5ქ, 5მ), კენჭიაშვილი (9ქ, 7მ).
რუსთავი: დვალი (6ქ, 3ჩ, 5პ), ქიტოშვილი (19ქ, 10მ, 4პ, 3ჩ), ლორთქიფანიძე (12ქ), ხატიაშვილი (9ქ), ნარჩომაშვილი (22ქ, 21მ), ურიდია (7ქ, 13მ, 4პ).

რუსთავი-ზაზა 80:51
22:6, 22:18, 21:12, 15:15
რუსთავი: დვალი (23ქ, 8მ, 4პ), ქიტოშვილი (12ქ, 6მ, 10პ), სანაია, თაყაიშვილი, ლორთქიფანიძე (15ქ, 3პ), ხატიაშვილი (8ქ), ნარჩომაშვილი (16ქ, 13მ), ურიდია (2ქ, 15მ), ღვედიაშვილი (2ქ,
7მ), მანგოშვილი (2ქ), რეხვიაშვილი.
ზაზა: კიკნაველიძე (4ქ, 5მ), გორდულაძე (16ქ, 4პ), კაჯაევი, პულუზაშვილი (4ქ, 5მ), მჭედლიძე (7ქ), ცხვარიაშვილი (2ქ), შეყილაძე (1ქ, 6მ), კენჭიაშვილი (15ქ, 2დ), მარკოზაშვილი (2ქ), დევსურაშვილი, კრავეიშვილი, გეგელიძე.

დრამატულად განვითარდა მოვლენები საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ სერიაში, რომელშიც ერთმანეთს ხვდებოდნენ "რუსთავი" და "ზაზა".

სერიის პირველი შეხვედრა რუსთავში გაიმართა და "ზაზას" ცხრაქულიანი გამარჯვებით დასრულდა - 81:72. ამ თამაშის შემდეგ ფავორიტის სტატუსით თბილისელი კალათბურთელები სარგებლობდნენ...

სტატუსს ამართლებდნენ კიდეც მეორე მატჩის საწყისი 30 წუთის განმავლობაში - მეოთხე პერიოდის წინ 60:55-ს იგებდნენ და ჩემპიონობასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ ბოლო რაუნდში რუსთაველებმა თამაში შემოატრიალეს, 75:72 იმარჯვეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს.

მათგან საუკეთესო იყო ნარჩომაშვილი, რომლის ორმაგ დუბლს მეტად ეფექტური "იერი" ჰქონდა - 22 ქულა, 21 მოხსნა. სამმაგ დუბლამდე სამი დაფარება დააკლდა "ზაზასა" და კადეტთა ნაკრების კალათბურთელს პულუზაშვილს: 17 ქულა, 14 მოხსნა, 7 დაფარება.

ასე და ამგვარად, გადამწყვეტი, მესამე მატჩი (სერია ორ მოგებამდე იყო) რუსთავში გაიმართა. ბევრი, ალბათ, კვლავ თანაბარ თამაშს ელოდა, თუმცა მასპინძლები პირველივე მეოთხედში დიდი სხვაობით დაწინაურდნენ, უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს და ჩემპიონებიც გახდნენ.

რუსთაველმა ნარჩომაშვილმა ამჯერედაც ორმაგი დუბლი მიითვალა (16 ქულა, 13 მოხსნა). გამარჯვებაში არანაკლები წვლილი შეიტანეს დვალმა და ქიტოშვილმა. პირველმა 23 ქულა ჩააგდო, მეორემ 12 ქულას 10 პასი წაუმატა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეორე და მესამე მატჩებში "ზაზას" აკლდა ლიდერი აბულაძე. იგი რუსთავში გამართული პირველი მატჩის შემდეგ გაფრინდა იტალიაში, სადაც რომში მიმდინარე 16-წლამდე ასაკის კალათბურთელთა კემპში მონაწილეობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული