ეროვნული გუნდის თავკაცი, იგორ კოკოშკოვი ამბობს, ამხანაგური თამაშის შედეგს დიდი მნიშვნელობა არ აქვსო. თუმცა ქართველებს ყოველთვის გვსურს ჩვენი გუნდის წარმატებების ხილვა. მით უმეტეს, რომ ნარინჯისფრებთან ძველი ანგარიშები გვაქვს - 2009 წელს უტრეხტში ორჯერ დავუპირისპირდით და ორჯერვე წავაგეთ.
სხვათა შორის, ნაკრებმა სწორედ იმ წელს დაამყარა რეკორდი - ზედიზედ 6 მატჩი მოიგო და A დივიზიონში აღზევდა.
12 აგვისტო
19:00
22:30 ჰოლანდია-საქართველო
13 აგვისტო
19:00 საქართველო-ისრაელი
22:30 ჰოლანდია-ვილიანოვა (NCAA)
14 აგვისტო
19:00 საქართველო-ვილიანოვა (NCAA)
22:30 ჰოლანდია-ისრაელი
წინაისტორია
31.07.2009
ჰოლანდია-საქართველო 79:63
16:15, 23:19, 21:11, 19:18
საქართველო: ცინცაძე (23წთ, 7ქ), ტუღუში (22წთ. 14ქ), სანიკიძე
(35წთ. 16ქ. 5მ), ვ. ბოისა (25წთ. 4ქ), შერმადინი (17წთ); გამყრელიძე
(27წთ. 8ქ. 3პ), მეტრეველი (17წთ. 7ქ), თ. შენგელია (21წთ. 7ქ. 2ჩ), ა. ბოისა
(13წთ)
1.08.2009
ჰოლანდია-საქართველო 81:74
18:25, 18:10, 20:14, 25:25
საქართველო: ცინცაძე (33წთ, 18ქ, 4პ, 5ჩ), ტუღუში (26წთ, 16ქ),
სანიკიძე (33წთ, 9ქ, 6მ), ვ. ბოისა (30წთ. 16ქ. 5მ), შერმადინი (22წთ. 4ქ.
7მ); გამყრელიძე (18წთ), ა. ბოისა (9წთ), მეტრეველი (11წთ. 5ქ), თ. შენგელია
(17წთ. 6ქ. 5მ)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"