"არმია" ევროჩელენჯის გათამაშებას გამოეთიშა

AutoSharing Option
მორჩა და გათავდა - ქართული გუნდებისთვის ევროპა დასრულდა. "არმიამ" ჰოლანდიაში "ლეიდენთან" 59:76 წააგო და მომდევნო ეტაპის საგზური მეტოქეს დაუთმო.

არადა, როგორი იმედით ველოდით მეექვსე შეხვედრას, გვეგონა ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდებოდა და "არმიას" მონაწილეობით ევროჩელენჯზე კიდევ ექვს მატჩს ვიხილავდით.

თამაში ტელევიზიით არ გადაცემულა, ამიტომ წაგების კონკრეტულ მიზეზებს გუნდის საქართველოში დაბრუნების შემდეგ შევიტყობთ. დღეს კი მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ "ლეიდენმა" ყველა კომპონენტში გვაჯობა: მოხსნებში - 46:33, რეალიზებულ ორქულიანებში - 23:18, სამქულიანებში - 6:4...

მასპინძლებმა მატჩი საოცრად დაიწყეს - 24:4 დაწინაურდნენ, რის
შემდეგაც დიდი მცდელობის მიუხედავად "არმიამ" თამაშის შემოტრიალება ვეღარ შეძლო. დღეს უკვე დანანებით შეიძლება ითქვას: გუნდისთვის დიდი დანაკლისი აღმოჩნდა გამთამაშებელი სანდიატა გეინსის არყოფნა, რომელიც ლოკაუტის დასრულებისთანავე ამერიკაში გაემგზავრა.

თბილისელებს კიდევ ერთი წამყვანი კალათბურთელი აკლდათ - გილერმო დიასი. მან "გოტინგენთან" მატჩში მუხლი იტკინა. "არმიას" გეინსის წასვლის შემდეგ სამი კალათბურთელი კი შეემატა, მაგრამ ნებისმიერი გუნდის შესათამაშებლად ერთი კვირა საკმარისი რომ არ არის, ყველას კარგად მოეხსენება.

საპირისპიროდ, გასული სეზონის შემდეგ ძირითადი ბირთვი შეინარჩუნა "ლეიდენმა", ერთი-ორი კარგი ამერიკელიც დაიმატა და სწორედ სათანადო შეთამაშების წყალობით მიაღწია ევროჩელენჯის მეორე რაუნდს.

ევროჩელენჯი. VI ტური. B ჯგუფი
ლეიდენი-არმია 76:59
27:9, 11:15, 16:16, 22:19
მაყურებელი: 1250
მსაჯები: კრის დოდსი (შოტლანდია), სიგმუნდურ ჰერბერტსონი (ისლანდია), იოაკიმ ფორსბერგი (შვედეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვაი თქვენს პატრონს,როდის მოუგიათ ჩვენებს ან ფეხბურთში ან კალათბურთში გადამწყვეტი თამაშები რომ დგეს მოეგოთ
tbiliskii
01:18 14-12-2011
0
ვაი თქვენ პატრონს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული