ვიქტორ სანიკიძის 16 ქულა და 12 მოხსნა

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ვიქტორის სახელში "ორი" შემთხვევით არ ურევია - მატჩი ისე არ გაივლის ორმაგი დუბლი არ მიითვალოს. გასაკვირი არ არის, მაგრამ სასიხარულოა, რომ სანიკიძემ იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურშიც შეასრულა "დაბლ-დაბლი" - 16 ქულა და 12 მოხსნა. 27 წუთში მან 9-დან 6 ორქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, ხოლო ხუთივე სამქულიანი მიზანს ასცდა.

ვიქტორის შედეგიანი თამაშის წყალობით "ვირტუსმა" პირველივე ტაიმში გატეხა "აველინო" (37:21), საბოლოოდ კი 76:56 დაჯაბნა. სტუმართა შემადგენლობაში ითამაშა ბელგიელმა დიმიტრი ლაუერსმა (2 ქულა), რომელიც ფრანგულ "დიჟონში" სანიკიძისა და ვახტანგ ნაცვლიშვილის
თანაგუნდელი იყო.

"ვირტუსთან" მატჩის წინ ლაუერსმა სკეპტიკურად მითხრა: სადღეისოდ ბოლონიელებს ჩვენზე უკეთესი გუნდი ჰყავთ, ვეცდებით, მაგრამ მეეჭვება, მოვიგოთო.

* * *
შაბათს ერთმანეთს ორი "ქართული" გუნდი დაუპირისპირდა: ნიკა მეტრეველის "დინამო სასარიმ" მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის "კანტუს" უმასპინძლა.

სტუმართა მწვრთნელმა ანდრეა ტრინჩიერიმ ქართველებს სათამაშო დრო არასაკმარისად მისცა: შერმადინმა 14 წუთი ითამაშა (6 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი), მარკოიშვილმა - 13 წუთი (10 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა).

კანტუელმა ვლადიმირ მიკოვმა 21 ქულა ჩააგდო, თუმცა ეს სარდინიაზე გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა - "სასარიმ" მეოთხე პერიოდი დამაჯერებლად ჩაატარა (23:18) და 74:67 გაიმარჯვა.

მეტრეველმა 6 წუთი ითამაშა, მატჩი 2 მოხსნითა და 1 დაფარებით დაასრულა. ბომბარდირი კი საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი ქუინტონ ჰოსლი გახდა - 22 ბალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
9-დან 6 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო 18 ქულაა და არა 16 სტატიის ავტორო
shako
14:36 30-01-2012
0
შაკო 9-დან 6 ორქულიანი და 5-იდან 4 საჯარიმო, რაც საერთო ჯამში 16 ქულააა.
mixo
16:26 30-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული