არმია VS ანტვერპენი - შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი მატჩი!

AutoSharing Option
ჯერ ევროჩელენჯის პირველი ტურის შედეგებს გადავხედოთ: ბელგიის "ანტვერპენმა" შინ გერმანიის "ტელეკომთან" 72:81 დათმო, ხოლო ისრაელის "ჰაპოელმა" ჩვენი "არმია" 84:69 დაამარცხა.

მეორე ტურში ებრაელები გერმანელებს უმასპინძლებენ, ხოლო ქართველები ბელგიელებს მივიღებთ.

13 ნოემბერს თბილისში წაგება, როგორც "ანტვერპენისთვის", ასევე "არმიასთვის", შეიძლება ჯგუფიდან გასვლის საკითხში გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

ამას ბოლომდე აცნობიერებენ ორივე გუნდის კალათბურთელები, მატჩის წინა დღეს მონდომებითაც ივარჯიშეს, ხოლო შეხვედრას ვინ უკეთესად მომზადებული შეხვდება, უშუალოდ თამაში გვიჩვენებს.

ევროჩელენჯი. თბილისი. სპორტის სასახლე. 18:00
არმია(საქართველო)-ანტვერპენი(ბელგია)

ჩვენ
ჯერ - ქართველებზე. თუ სტატიის წაკითხვამდე ჩვენი რეპორტიორის ფოტოებს გაეცანით,
დარწმუნდებოდით, რომ არმიელები მატჩს შესანიშნავი განწყობით ხვდებიან.

Sportall.Geამერიკელი კურტის მილეიჯი ჯერ სათადარიგოთა სკამების უკან გავიდა და იქიდან ისროლა სამქულიანი, შემდეგ მოედნის საკუთარი ნახევრიდან სცადა ბედი და პირველივე ტყორცნა მიზანში მოარტყა.

იმედია, ეს კარგის ნიშანი აღმოჩნდება.

ისრაელში წაგების შემდეგ თბილისელთა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა არაერთი დასკვნა გამოიტანა და მას მერე ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მეტად იტვირთება ვლადიმერ ბოისა.

მისი მიღწევების კალათბურთელი "არმიაში" არ თამაშობს. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ვოვას ათამაშებას. მას ხომ ევროლიგის ტოპ-16-ში საკუთარი მხრებით სლოვენიის "ოლიმპია" ჰყავს გაყვანილი.

Sportall.Ge"ანტვერპენთან" შეხვედრას მომზადებულები ვხვდებით. მაქსიმუმს გავიღებთ წარმატებისთვის.

მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის ყველა საშინაო მატჩის მოგებაა საჭირო. უნდა გავიმარჯვოთ!"
- განაცხადა 31 წლის ვლადიმერ ბოისამ.

შედარებით უმცროსი, თუმცა საკმარისად გამოცდილი ლაშა გამყრელიძე მეტოქეზე მსჯელობს:

"ბელგიელებს კარგად ვიცნობთ, შევისწავლეთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები.

მართალია, შინ ბონის "ტელეკომთან" წააგეს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ "ანტვერპენი" ჯგუფის აუტსაიდერია.


Sportall.Geმომდევნო ეტაპზე გასვლისთვის ისიც ისევე თამამად იბრძვის, როგორც ყველა დანარჩენი.

უშუალოდ მატჩისთვის სათანადოდ მოვემზადეთ და გპირდებით, 100 პროცენტით დავიხარჯებით. იმედია, გულშემატკივარიც მოვა, მხარს დაგვიჭერს და მატჩს დამატებით ხიბლს შესძენს"
.

ლაშამ თქვა, "ანტვერპენის" პლუს-მინუსები შესწავლილი გვაქვსო. საინტერესოა, კონკრეტულად რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს ჩვენს დღევანდელ მეტოქეს.

ამ კითხვით მთავარ მწვრთნელ კოტე ტუღუშს მივმართეთ. აი, პასუხიც:

"ბელგიელებს ბევრი მსროლელები ჰყავთ, საკმარისად სწრაფებიც არიან, მაგრამ ჰაპოელელებივით ერთთავად მაღალ ტემპში არ თამაშობენ, კომბინაციურ კალათბურთს ანიჭებენ უპირატესობას და შეტევების პირველივე ფაზაში დასრულებას არ ესწრაფვიან".

მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრის ფასზეც ილაპარაკა:

"ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი მატჩია, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტიც. ვეცდებით, ღირსეული თამაშით ქომაგი გავახაროთ. გარკვეული უპირატესობა ჩვენს მხარესაა - საკუთარი ქომაგის წინაშე ვთამაშობთ".

ისინი
"არმიას" ვარჯიშის დასრულებიდან 15 წუთში სპორტის სასახლის გვერდით მდებარე სასტუმროდან ბელგიის "ანტვერპენი" გადმოვიდა.

ვიდრე კალათბურთელები გახურდებოდნენ, მთავარმა მწვრთნელმა ედი კასტელსმა ყველა საინტერესო კითხვაზე ამომწურავად გვიპასუხა. გაიხსენა 2010 წელი:

Sportall.Ge"მაშინ ბელგიის ნაკრებთან ერთად თბილისში ვიყავი, პირამდე გავსებულ დარბაზში ვითამაშე. ფავორიტი საქართველო იყო, მაგრამ 23 ქულის სხვაობით მოვიგეთ.

ფავორიტები ახლაც ქართველები არიან, მაგრამ იმედი მაქვს, გამარჯვება მაშინდელივით ჩვენ დაგვრჩება. მებრძოლი გუნდი გვყავს და მოსაგებად ვართ ჩამოსულები".

შეგახსენებთ, რომ ედი კასტელსი ბელგიის ნაკრების მწვრთნელიცაა და სწორედ მისი ხელმძღვანელობით ბელგიელებმა 2010-ში საქართველოს ნაკრებს 86:63 აჯობეს. ჩვენმა გუნდმა რევანში 2011 წელს კი აიღო (81:59), მაგრამ ეს ლიტვაში, ევრობასკეტზე მოხდა.

იმედი დავიტოვოთ, რომ ბელგიის ნაკრების წევრებით (მოორსი, დე ზეეუვი, დრიესენი, მვემა, რადემაკერსი) დაკომპლექტებულ "ანტვერპენს" ქართველი ქომაგის თვალწინ ღირსეულ პასუხს გავცემთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჰაპოელ ჰოლონი-არმია 84:69 - ევროპა საქართველოსთვის ცუდად დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 2 /
გეთანხმები,არ გამოვრიცხავ ტუღუში მომავალში კარგ სპეციალისტად ჩამოყალიბდეს მაგრამ,დღეს რომ არ არის იმ დონის არმიას რომ, ჭირდება ფაქტია და იმაშიც დარწმუნებული ვარ,ეს რომ, კერძო კლუბი იყოს და ვინმე ამაში საკუთარ ფულს ხარჯავდეს ამას დიდი ხანია მიხვდებოდა
daviti
12:35 13-11-2012
0
ნორმალური გუნდის გაკეთება თუ გსურთ მწვრთნელით უნდა დაიწყოთ კალათბურთელებს არაუშავთ მაგრამ ტუღუშის დონის მწვრთნელით არმია ვერაფერს მიაღწევს სამწუხაროდ ჩემის აზრით
SCORPION74
11:50 13-11-2012
0

სიახლეები პოპულარული