6-7 ივლისს საერთაშორისო ტურნირი "Tbilisi Open 3x3'' გაიმართება

AutoSharing Option
6-7 ივლისს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მხარდაჭერითა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით, გაიმართება საერთაშორისო ტურნირი "Tbilisi Open 3x3''.

გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება სლოვენიაში, ევრობასკეტ 2013-ზე, რომელზეც იასპარეზებს საქართველოს ეროვნული ნაკრები.

12 ივნისს "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" მზიურში გადაიღო საანონსე რგოლი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ნაკრების წევრებმაც: თორნიკე შენგელიამ, ანატოლი ბოისამ და ბექა ჩიკვილაძემ.

მათ ყველა მსურველს ტურნირში აქტიური ჩართვისა და მონაწილეობისკენ მოუწოდეს.

ტურნირის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება 15 ივნისიდან.

Sportall.Ge

superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული