აკადემიელებმა უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვეს ფინალური სერიის საგზური. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 30 წამით ადრე "აკადემია" 3 ქულით აგებდა. სწრაფად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ აკადემიელებმა ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირეს - მატჩის ბომბარდირმა გიორგი კვაჭანტირაძემ მორიგი გარღვევა დააგვირგვინა და თავისი გუნდი "დინამოს" 74:75-ს მიაახლოვა.
აკადემიელებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს და დინამოელთა ბომბარდირმა ილია ისრაელიანმა ორივე საჯარიმო ააცილა. "აკადემიას" შეტევისთვის 15 წამი დარჩა, თუმცა
ოვერტაიმი აკადემიელთა სწრაფი ორქულიანით გაიხსნა, რასაც მალევე მოჰყვა დინამოელთა ლიდერის - ისრაელიანის მოედნიდან გავარდნა, რომელმაც მე-5 პერსონალური მიიღო. აკადემიელთათვის ეს დიდი უპირატესობა იყო, თუმცა მოედანი ანალოგიური მიზეზის გამო მალე მათმა გამთამაშებელმა ოთარ პერტაიამაც დატოვა. თანაბარ ბრძოლაში მაინც "აკადემიამ" იმარჯვა, რაც ძირითადად კვაჭანტირაძის, კახა ჟღენტის და ლუკა მაზიაშვილის დამსახურება იყო.
"აკადემია" ფინალში "ჰიუნდაის" შეხვდება, რომელმაც 1-ელ ივლისს "გორი" ანგარიშით 71:54 დაამარცხა, ნახევარფინალურ სერიაში 2:0 იმარჯვა და ფინალური საგზური მოიპოვა.
ფინალური სერია, რომელიც 2 მოგებამდე გრძელდება, 2 ივლისიდან დაიწყება, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩი "გორსა" და "დინამოს" შორის 2 ივლისს გორში, 13:00 საათზე შედგება.
30 ივნისი, საკალათბურთო აკადემია. ნახევარფინალი
დინამო-აკადემია 90:92
(30:20, 12:16, 12:19, 21:20, 15:17)
დინამო: ი. ისრაელიანი (30), ც. ცარციძე (21), ბ. ცარციძე (14)
აკადემია: გ. კვაჭანტირაძე (37), კ. ჟღენტი (17), ო. პერტაია (16)
30 ივნისი. გორი
გორი - ჰიუნდაი 54:71
superleague.ge