11:41 16-11-2015
ენისეი-ვითა 83:73 - ციმბირული მინუს ათი [VIDEO]
AutoSharing Option
ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ "ვითაში" ფინანსურად საქმე მოწესრიგებული არ არის. დასანანია. არადა, კარტერი რომ ყოფილიყო, ეგებ თბილისელებს სეზონის პირველი მატჩი მოეგოთ.
როგორც აღმართს მოსდევს დაღმართი, ისე უარყოფითს - დადებითი. უკარტეროდ "ენისეისთან" 10 ქულის სხვაობით კი წავაგეთ, მაგრამ პოზიტივი მაინც იყო: "ვითაში" მხოლოდ ორმა ლეგიონერმა ითამაშა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი კალათბურთელები საკმარისად დაიტვირთნენ.
ოქმშიც ნახავთ, ვის რა მონაგარი ჰქონდა, თუმცა აქ ყურადღებას გავამახვილებთ ირაკლი ჩლაიძის გარჯაზე - 11 სამქულიანი სტყორცნა და 6 ჩააგდო. მშვენიერი შედეგია. 24 ქულა მოუგროვდა.
თუნდაც კრასნოიარსკული მატჩი დიდი გამოცდილება იქნება მაიზერ რევაზაშვილისა და გოგა ბითაძისთვის, რომლებიც ჯერ თინეიჯერები არიან, თუმცა, თუ მაღალ მწვერველებზე ფიქრობენ, აქედანვე უნდა ეზიარონ "ზრდასრულ" კალათბურთს.
ჩლაიძის შემდეგ ყველაზე მეტი სათამაშო დრო მერაბ ბოქოლიშვილს ერგო. მან 5 ქულა ჩააგდო, თუმცა მოედანზე გატარებული წუთების სიუხვეც გვეუბნება, რომ გუნდისთვის სასარგებლო იყო.
პიერია ჰენრის სამმაგ დუბლამდე 4 პასი დააკლდა, ხოლო კონსტანტინ ანიკიენკოს ორმაგ დუბლამდე - ერთი მოხსნა. ორივემ 16-16 ქულა ჩააგდო.
"ვითა" მომდევნო მატჩს 22 ნოემბერს, "ზენიტის" წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარებს.
ვითიბი ლიგა. VIII ტური
15 ნოემბერი, კრასნოიარსკი (რუსეთი)
ენისეი-ვითა 83:73
17:10, 23:22, 21:16, 22:25
ენისეი: ვზდიხალკინი (10ქ, 4ჩ), ჯეიმსი (9ქ, 11მ, 4პ), კომაროვსკი (9ქ), ოლბრეხტი (10ქ, 6მ), კენედი (22ქ, 9მ), იაკოვენკო (2ქ), სპირიდონოვი (6ქ), ტეილორი (10ქ), პიჩკუროვი (5ქ).
ვითა: ჩლაიძე (24ქ, 5მ), ბითაძე (8ქ, 6მ), ბოქოლიშვილი (5ქ, 5პ), რევაზაშვილი (3ქ), შენგელია (1ქ), ჰენრი (16ქ, 11მ, 6პ, 4ჩ), ანიკიენკო (16ქ, 9მ).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ჩვენ ნერვები დაგვაწყვიტეს, ქვეყანას სახელი გაუფუჭეს. კლუბის მუშაობა აშკარად გაუმართავია, სამარცხვინოა. პრეს-მდივანი კი ჯიუტად გვიმტკიცებს ფეისბუქით - "ვითა პროგრესირებს". თუ მათ ფეის-გვერდს გადახედავთ ადვილად მიხვდებით, რომ ქართულის გაკვეთილებს "აკურატულად" აცდენდა))) ნუთუ არ გაინტერესებთ ჟურნალისტებო, რა ხდება ვითაში, რა მიზეზით ტოვებენ კალათურთელები გუნდს?
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული