ნიმბურკი-ვითა 111:51 - მიზეზის ძიება რთული არ არის

AutoSharing Option
თბილისის "ვითამ" ჩეხეთში "ნიმბურკის" წინააღმდეგ ითამაშა და 60 ქულის სხვაობით დამარცხდა. ასეთი წაგება, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, მაგრამ ჩნდება შეკითხვა - რატომ?

მიზეზის ძიება რთული არ არის, ვითელებმა ხომ ლეგიონერების - ჯონსის, ბეჟარანოსა და სტარატელევის გარეშე ითამაშეს. შეხვედრაში მხოლოდ ექვსმა კალათბურთელმა მიიღო მონაწილეობა, მაშინ, როცა "ნიმბურკის" შემადგენლობაში ორჯერ მეტმა, 12-მა კალათბურთელმა ითამაშა.

ასეთ სიტუაციაში რთულია მსჯელობა ამა თუ იმ კომპონენტში "ნიმბურკის" უპირატესობაზე. უპირატესობა კი ჰქონდა, მაგრამ რით იყო გამოწვეული,  გასაგებია - "ვითა" შესუსტებული შემადგენლობით იყო.

თბილისური გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 აპრილს,
"ასტანას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

ვითიბი ლიგა. რეგულარული ჩემპიონატი
5 აპრილი, ჩეხეთი
ნიმბურკი-ვითა 111:51

27:10, 29:14, 37:16, 18:11
ნიმბურკი: ბენდა (2ქ), რენდლი (19ქ, 6პ), ჰრუბანი (2ქ), ველში (6ქ), ჰუსკა (6ქ, 3პ), დიქსონი (16ქ, 6პ), პეტერკა (2ქ), დე ზუევი (17ქ, 5პ), ვონი (6ქ), სვობოდა (15ქ), სენტ-როსი (7ქ, 9მ, 6პ), კრიჟი (13ქ, 9მ, 4პ).
ვითა: მაისურაძე, ჩლაიძე (12ქ, 4პ), რევაზაშვილი (21ქ, 5მ), გიორგაძე (4ქ, 9მ), ანიკიენკო (10ქ, 9მ, 3პ, 3დ), წივწივაძე (4ქ, 6პ).
მსაჯები: ი. პუტენკო (რუსეთი), გ. პონომარიოვი (რუსეთი), ბ. გაბარა (სლოვაკეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
საცოდაობაა ამათი ყურება.
0
შეუსუსტებელი შემადგენლობით ხომ დალეწავდნენ იქაურობას)))))
0

სიახლეები პოპულარული