დუდუ დადიანის მემორიალის მე-14 გათამაშება 5 ოქტომბერს დაიწყება

AutoSharing Option
დუდუ დადიანის მემორიალის მე-14 გათამაშება 5 ოქტომბერს დაიწყება.

ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშისა და კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი წელს მე-14-ედ გაიმართება. ტურნირი 5 ოქტომბერს დაიწყება, ხოლო ფინალური მატჩი 9 ოქტომბერს ჩატარდება.

დუდუ დადიანის მემორიალის მატჩები თბილისის სპორტის ახალ სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა) გაიმართება და მასში მონაწილეობას სუპერლიგის 6 გუნდი მიიღებს. მემორიალში არ გამოვლენ სუპერლიგის გუნდები "ბათუმი" და "კაკტუსი", ხოლო დანარჩენები ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

"ა" ჯგუფი: ქუთაისი, სოხუმი, რუსთავი
"ბ" ჯგუფი": დინამო, მგზავრები, ოლიმპი

ჯგუფებში მატჩები ერთ წრედ
ჩატარდება, რის შემდეგაც პირველ ადგილზე გასულები ერთმანეთს ფინალურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.

აქამდე გამართული დუდუ დადიანის 13 მემორიალიდან ყველაზე მეტჯერ ტიტული რუსთაველებს მოუგიათ. 2006-10 წლებში, როცა "ენერჯი-ინვესტის" სახელით გამოდიოდნენ, ქვემოქართლელებმა დადიანის მემორიალი ზედიზედ 5-ჯერ მოიგეს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
დუდუ დადიანის მემორიალს ვინ აფინანსებს, ფედერაცია თუ კლუბები საკუთარ ხარჯს წევენ, მაგალითად, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი
giga
20:19 03-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული