ეს არის "სტრიტბოლი", ანუ ქუჩის კალათბურთი, რომელშიც თითოეულ გუნდში სამ-სამი კალათბურთელი თამაშობს.
"ვიცით, რომ ოლიმპიურ პროგრამაში ფრენბურთის გარდა, პლაჟის ფრენბურთიც არის შეტანილი; ცურვის გარდა, სინქრონული ცურვა.
ამიტომაც ჩვენ გვინდა, რომ კალათბურთის გარდა, სპორტსმენები ერთმანეთს ამ თამაშის სხვა ნაირსახეობაშიც ეჯიბრებოდნენ", - ამბობს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივანი პატრიკ ბაუმანი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"