"სტრიტბოლი" 2016 წლის ოლიმპიადაზე

AutoSharing Option
2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს თამაშებზე, შესაძლოა, ოლიმპიურ პროგრამაში ახალი სახეობა გამოჩნდეს.

ეს არის "სტრიტბოლი", ანუ ქუჩის კალათბურთი, რომელშიც თითოეულ გუნდში სამ-სამი კალათბურთელი თამაშობს.

"ვიცით, რომ ოლიმპიურ პროგრამაში ფრენბურთის გარდა, პლაჟის ფრენბურთიც არის შეტანილი; ცურვის გარდა, სინქრონული ცურვა.

ამიტომაც ჩვენ გვინდა, რომ კალათბურთის გარდა, სპორტსმენები ერთმანეთს ამ თამაშის სხვა ნაირსახეობაშიც ეჯიბრებოდნენ"
, - ამბობს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივანი პატრიკ ბაუმანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული