"კანადაში ამ დროს ყველაფერი თოვლით არის დაფარული..." - ნაღვლიანად გაიფიქრა ჯეიმს ნეისმიტმა, რომელსაც ერთი თვის წინ შეუსრულდა 30 წელი. ის უკვე სამი წელია სპრინგფილდში ასწავლიდა, მაგრამ ისევ სამშობლოსკენ მიუწევდა გული.
ჯეიმსი შინ დაბრუნებას არ ჩქარობდა. ის შესანიშნავად გრძნობდა, რომ ახალგაზრდა ქრისტიანთა ასოციაციის კოლეჯი - ერთ-ერთი საუკეთესო სამუშაო ადგილია ქვეყანაში. ყოველ შემთხვევაში, კანადაში მას ასეთ პირობებს ნამდვილად არავინ შეთავაზებდა.
ნეისმიტი სპორტულ
- ჯეიმს, არ შეგიძლიათ ორი წუთით შემოხვიდეთ ჩემთან? - აივნიდან დაუძახა მას დირექტორმა აბრამსმა. ნეისმიტმა ფიქრი შეწყვიტა.
- დიახ, ბატონო პროფესორო.
აბრამსის კაბინეტში იყო ხის დიდი მაგიდა, დაწნული სავარძლები, მონადირეობისას მოგებული რამდენიმე პრიზი...
- დაბრძანდით, - თავაზიანად მიუთითა სავარძლისკენ დირექტორმა. ის 55 წლის იყო. წარსულში ბუნებისმცოდნეობის შესანიშნავი მასწავლებელი და დიდი მონადირე.
- მადლობა, - ნეისმიტი დაჯდა, თან ფიქრობდა, რისთვის დასჭირდა დირექტორს.
- ჩაის მიითრმევთ?
- დიახ, მადლობა. რით შემიძლიათ დაგეხმაროთ?
- საქმე ისაა, ჯეიმს, რომ ფიზიკური კულტურის დეპარტამენტში ლუტერ გულიკისგან შეტყობინება მივიღე. ხომ გახსოვთ, ის ერთხელ სემინარზე გამოდიოდა? - ნეისმიტმა თავი დაუქნია. ის უკვე დიდი ხანი ფიქრობდა გულიკის წინადადებაზე ფიზიკური განვიარების პროგრამაში შეეტანათ ახალი, მოძრავი თამაშები. - მაშ ასე, ზამთარი დადგა და ისინი გვეკითხებიან, არის თუ არა წინსვლა? რა ვუპასუხო?
- თქვენ იცით, ბატონო დირექტორო, რომ მე უკვე ვიფიქრე ამაზე. არსებობს რამდენიმე პრობლემა, რომელიც ხელს უშლის ამ იდეების რეალიზებას. ჯერჯერთი, დარბაზების ზომები. ავიღოთ თუნდაც ჩვენი სპორტული დარბაზი. თქვენ იცით, რომ იქ ფეხბურთის თამაში არ შეიძლება, არც ბეისბოლისა და სოკერის. სპორტის აქტიურ სახეობებში იგულისხმება ბევრი მოძრაობა, ამას კი ბევრი სივრცე სჭირდება, რომელიც ჩვენ არ გვაქვს.
- დიახ, მე მესმის, მაგრამ რაიმე იდეა არ გაქვთ?
- არის ერთი იდეა. ამას იდეაც არ ჰქვია, არამედ აზრის ჩამოყალიბების მცდელობა...
- საინტერესოა. რაში მდგომარეობს ის?
- აი, შეხედეთ. გასაგებია, რომ ახალი თამაში გუნდური უნდა იყოს. ამ შემთხვევაში შევძლებთ ყველა მოსწავლის ჩართვას - ეს გაცილებით საინტერესოა, არავინ არ დგას ერთ ადგილას.
- დავუშვათ. გააგრძელეთ.
- მეორე. ისინი რაღაცნაირად უნდა იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული, ეხმარებოდნენ ერთმანეთს, გრძნობდნენ მხარდაჭერას... მაგალითად, შეიძლება ერთმანეთისთვის რაღაც საგნის გადაცემა. თუნდაც ეს იყო ფეხბურთის ბურთი, - ნეისმიტმა უჩვენა ბურთი, რომელიც კაბინეტის კუთხეში იდო.
- ძალიან საინტერესოა.
- მესამე. ბურთის დარტყმა არ შეიძლება, თორემ ყველა ფანჯარა ჩაიმტვრევა, - გაიცინა ნეისმიტმა. - ხელებით უნდა ითამაშონ.
- სამართლიანი შენიშვნაა. მე, როგორც დირექტორს, მომწონს ეს აზრი, - გაიღიმა აბრამსმა.
- შემდეგ უნდა გამოვიდეთ იმ მოსაზრებიდან, რომ ფეხბურთი, რომელიც ზაფხულში დიდი წარმატებით სარგებლობს - უხეში და კონტაქტური თამაშია. ახალ თამაშში გამორიცხული უნდა იყოს უხეშობა.
- სავსებით გეთანხმებით.
- დაბოლოს, თამაშმა უნდა მოგვცეს კარგი ფიზიკური დატვირთვა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოთამაშეებმა ბევრი უნდა იმოძრაონ, ბევრი ირბინონ, მაგრამ აქ წინააღმდეგობას ვაწყდებით. ჩვენ დარბაზში დიდი გასაქანი არ გვაქვს.
- ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია. გულიკს რა ვუპასუხო? - გაშალა ხელები დირექტორმა.
- შეიძლება რაღაც ვცადოთ... - ჩაფიქრებულმა თქვა ნეისმიტმა.
- რა?
- ხტომები.
- ხტომები? - გაუკვირდა აბრამსს.
- დიახ, ხტომები. ესეც კარგი დატვირთვაა. არ არის აუცილებელი მოძრაობა ჰორიზონტალური მიმართულებით, ხტომაც ხომ შეიძლება.
- ძალიან საინტერესოა. რას მთავაზობთ?
- მოთამაშეებმა უნდა იხტუნონ რაღაცისთვის... სცადონ რაღაცის მოპოვება. შეიძლება მათ ბურთი ან რაიმე საგანი თაროდან აიღონ და შემდეგ ერთმანეთს გადააწოდონ...
- მაგრამ თუ საგანი ძალიან მაღლა იქნება და მას ვერავინ ჩამოხსნის, თამაში აზრს დაკარგავს.
- დიახ, ეს მართალია... მაშინ თავად დადონ საგანი თაროზე!
- კარგით. მოდით შევაჯამოთ. გამოდის, რომ თქვენ გინდათ მოიგონოთ აქტიური უკონტაქტო კოლექტიური თამაში, სადაც მონაწილეები თაროზე რაღაც საგანს დადებენ?
- გამოდის, რომ ასეა, - დაეთანხმა ჯეიმსი.
- ცოტათი ბოდვას ჰგავს, მაგრამ მომწონს თქვენი აზრების სვლა. მოდით, ვცადოთ!
- დიახ, ჯერ ბევრი გაურკვეველი მომენტია, მაგრამ შეიძლება სხვადასხვა ვარიანტის მოსინჯა.
- კარგი ჯეიმს, ძალიან მოხარული ვარ, რომ ამით ხართ დაკავებული. იმუშავეთ და შემდეგ მაჩვენეთ რა გამოვა.
- აუცილებლად ბატონო დირექტორო. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, თქვენი ბურთი რომ წავიღო?
- რა თქმა უნდა, აიღეთ!
კაბინეტიდან გამოსულ ჯეიმს ნეისმიტს ხელში ბურთი ეჭირა, გონებაში კი გარკვეული კონცეპცია უტრიალებდა. უნდა დავდოთ ბურთი და არა რაიმე რაიმე სხვა საგანი. მას არ უნდა ჰქონდეს კუთხოვანი ბოლოები, არ უნდა იყოს მძიმე და არ უნდა არსებობდეს ტრავმის საშიშროება.
და სულაც არ არის აუცილებელი ეს საგანი თაროზე შემოვდოთ - მისი ჩაგდებაც შეიძლება. ეს მოხერხებულობასა და სიზუსტეს ავითარებს. ამასთან, ახტომაც საჭირო იქნება, ეს კი დამატებითი ფიზიკური დატვირთვაა. ბურთის ჩაგდება შეიძლება რაღაც ღრეჭოში ან თუნდაც ნაგვის კალათში.
ჯეიმს ნეისმიტი მივიდა ნაგვის კალათთან - ბურთი იდეალურად ეტეოდა მასში, მაგრამ მაინც ვიწრო იყო - შორი მანძილიდან ჩაგდება რთული იქნება. მან რამდენიმე მეტრით უკან დაიხია და კალათში ისროლა - ააცილა. კიდევ ერთი - ისევ არაზუსტი, მესამედაც - ააცილა. უფრო დიდია საჭირო.
ჯეიმსი საბოლოოდ "დაავადდა" ამ იდეით. ნეისმიტმა მისტერ სტებინსი მონახა - ადგილობრივი დარაჯი. მას საწყობის გასაღები ჰქონდა, სადაც ხილის ორი კალათი მოიძიებოდა. მათი ზომა იდეალური უნდა ყოფილიყო. გარკვეული დრო გავიდა იმისთვის, რომ სტებინსისთვის ამოცანა აეხსნა. მოხუცმა ბევრი ვერაფერი გაიგო, მაგრამ სამუშაო სამუშაოა - უნდა შეესრულებინა.
ნახევარი საათის შემდეგ სტებინსი კიბითა და ორი კალათით დაბრუნდა და ისინი სპორტული დარბაზის აივანზე, მეორე სართულის დონეზე დაამაგრა.
- სტებინს, შორს არ წახვიდე, კიდევ დამჭირდებით, - სთხოვა ნეისმიტმა. ვიღაცას ხომ უნდა ამოეღო კალათიდან ბურთი.
* * *
დადგა ფიზკულტურის გაკვეთილის დრო. სპორტულ დარბაზში არც ისე ხალისით შემოვიდნენ სტუდენტები. ჩანდა, რომ ტანვარჯიში მობეზრებული ჰქონდათ. დარბაზში ციოდა, ამიტომაც მოსწავლეეები უხალისოდ გადიოდნენ მოთელვას.
უახლოესი ერთი საათის განმავლობაში ისინი რამდენიმეჯერ უნდა მისულიყვნენ თითოეულ სატანვარჯიშო საგანთან. ჩვეულებრივ, ვარჯიშებს მეოთხედი ძალით ასრულებდნენ და მხოლოდ რამდენიმე მოსწავლე იყო მართლაც მონდომებული.
ახლაც, ჯიმი ბოილანდი თავიდანვე სიამოვნებით მივიდა ორძელზე. დარბაზში ნეისმიტის გამოჩენის შემდეგ, ჩამოხტა და ხელები გაიწმინდა და უხალისოდ ჩადგა სხვებთან რიგში.
ნეისმიტი მოსწავლეების ერთ რიგში მოწყობას დაელოდა და დღევანდელი გაკვეთილის გეგმის შეცვლა შესთავაზა მათ.
- დღეს მე ახალ თამაშს გთავაზობთ. ის რაღაცით ჰგავს duck-on-a-rock-ს, მაგრამ თქვენ უნდა ისროლოთ აი ეს ბურთი და ამ კალათებში ჩააგდოთ, - მან თითით მიუთითა აივანზე დამაგრებულ ხილის კალათებზე. - მისტერ სტებინსი სიამოვნებით დაგვთანხმა იქიდან ბურთების ამოღებაზე. სტუდენტებმა ერთმანეთს გადახედეს და მხრებს იჩეჩდნენ. - ამოცანა გასაგებია?
მოსწავლეებმა თავი დაუქნიეს. თითქოს ყველაფერი მარტივი იყო: არის ბურთი, რომელიც კალათში უნდა ჩააგდონ.
- შესანიშნავია! თქვენ თვრამეტნი ხართ, თითო გუნდში ცხრანი იქნებით, - ნეისმიტმა ორ ნაწილად გაანაწილაა მოსწავლეები. - მოდის ვცადოთ. ერთი ჯგუფის მიზანია ბურთის ჩაგდება, მეორემ კი უნდა სცადოს წართმევა და საპირისპირო კალათში ჩაგდება.
- ვინ დაიწყებს თამაშს? - იკითხე ერთ-ერთმა მოსწავლემ.
- თამაშს დაიწყებს ის, ვინც სადაო ბურთს მოიგებს. მას დარბაზის ცენტრში ავაგდებ და ვინც დაიჭერს, ის დაიწყებს შეტევას.
გუნდები დარბაზის ცენტრში შეჯგუფდნენ და ნეისმიტმა ბურთი ბრბოში ჩააგდო. მას ათობით ხელი წაეპოტინა. თამაში ზედახორად გადაიქცა.
- სტოპ, სტოპ!! - შეშინდა ნეისმიტი. - არა! ასე არაფერი გამოვა!!! - მან გააჩერა თამაში და ბურთი აიღო. მოსწავლეები ისევ ერთ რიგად დადგნენ და თან დაშავებულ ადგილებს ისრესდნენ.
- დაიშალეთ! წრეში ჩადექით და არ შეეხოთ ბურთს იქამდე, სანამ თქვენთან არ მოვა. ჯიმი, პატრიკ მოდით აქ, - მან ორი საუკეთესო მოსწავლე მოიხმო. - დადექით ჩემთან, მე ბურთს ავაგდებ და რომელიმე მათგანმა უნდა დაიჭიროთ. მზად ხართ? წავედით!
ნეისმიტმა ბურთი მაღლა ააგდო, ჯიმი ბოილანდმა ჰაერში დაიჭირა და მაშინვე მეტოქის ცხრა მოთამაშე მას ყვირილით გამოეკიდა.
ჯიმი ფიზიკურად ძლიერი იყო და კოლეჯში ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებულ ათლეტად მიიჩნეოდა. ის მიხვდა, რომ საქმე ცუდად ჰქონდა და სვეტის უკან დაიმალა, შემდეგ კი, როცა მოწინააღმდეგეებმა მის გარშემო წრე შეკრეს, იდაყვებისა და მხრების ქნევით სცადა ალყის გარღვევა.
ორი მეტოქე ძირს დასცა, მაგრამ დრო დაკარგა და ბრბომ ყველა მხრიდან გზა ჩაუკეტა. ჯიმი ლომივით იბრძოდა და ბურთს ხელს არ უშვებდა, მაგრამ ეს დროის საკითხი იყო. თამაში, შეიძლება, ჩხუბში გადაზრდილიყო.
- სტოპ! სტოპ! სტოპ!! - ისევ ჩაერია ნეისმიტი. მოთამაშეები დაიშალნენ, გაბრაზებულმა ჯიმიმ კი იატაკზე დააფურთხა. ბრძოლაში მას ტუჩი გაუხეთქეს.
- მისტერ ნეისმიტ?! ეს რა სულელური თამაში, თქვენ გინდათ რომ ერთმანეთს ვეჩხუბოთ? - თქმა მან.
- ერთი წუთით, ყველაფერს გამოვასწორებთ! - ბოდიში მოიხადა ნეისმიტმა.
- მაშ ასე. შემოგვაქვს დამატებითი წესები. ნებისმიერი დარტყმა, ხელის კვრა, ფიზიკური ზემოქმედება ჯარიმით ისჯება, - სტუდენტებმა თავი დაუქნიეს, რადგან არავის უნდოდა ჯიმი ბოილანდის დღეში აღმოჩენილიყო. - შენ კი ჯიმი ბურთი პარტნიორებს უნდა გადააწადო და არა მასთან ერთად ირბინო. მოდით ასე მოვიქცეთ.
როგორც კი მიიღებთ ბურთს, უნდა გაჩერდეთ და კალათისკენ ისროლოთ ან თანაგუნდელს გადააწოდოთ. სვეტების უკან გასვლაც არ შეიძლება. მოდით ჩავთვალოთ, რომ თავისუფალი ტერიტორია - სათამაშო მოედანია, შემდეგ მე აუტის ხაზს დავხაზავ.
- ასე უკეთესია! - თავი დაქნიეს მოთამაშეებმა.
- კიდევ ერთხელ ვცადოთ?
ნეისმიტმა ისევ ააგდო ბურთი და ისევ ბოილანდმა დაიჭირა. მეტოქეებმა ისევ სცადეს მასთან მივარდნა, მაგრამ გაახსენდათ, რომ ეს აკრძალული იყო, მით უმეტეს, რომ ბოილანდმა უკვე გადააწოდა ბურთი თავის პარტნიორს.
თამაში უფრო სახალისო გახდა! მონაწილეებმა სწრაფად აუღეს ალღო და მიხვდნენ, რომ ბურთის მოსაპოვებლად საჭირო არ იყო ჩხუბი, საკმარისია დაელოდო, როდის ააცილებს მეტოქე (ჩაგდებას ჯერ ვერავინ ახერხებდა).
ბოლოს, ჯიმის გუნდმა მეტოქის ნახევარზე გადაიტანა ბურთი, ბოილანდი კი ფარქვეშ დარჩა მეურვის გარეშე. მან დაუმიზნა, ისროლა და კალათში ჩააგდო!
- არის!!! ჩავაგდე!!! - ის სიხარულისგან დახტოდა. - დაინახეთ??? ჩავაგდე!
- ერთით ნული. წინ არიან ჯიმი ბოილანდის გუნდი, - სიამაყით გამოაცხადა ჯეიმსმა. მას მოეწონა ბიჭების სიხარული და ენთუზიაზმი. - მისტერ სტებინს, იქნებ ბურთი ამოიღოთ კალათიდან?
- რა თქმა უნდა, მისტერ ნეისმიტ. ერთი წუთით, - მოხუცმა კიბე მიადგა აივანს და ბურთი კალათიდან ამოიღო. თამაში განახლდა.
ახლა, ორივე გუნდი მიხვდა, როგორ უნდა ემოქმედმა იმისთვის, რომ ბურთი უფრო ხშირად ჩაეგდო კალათში. ყოველი ჩაგდების შემდეგ, სტებინსი კიბეს ადგამდე აივანს და სულ უფრო და უფრო უჭირდა ბურთის კალათიდან ამოღება. ბოლოს ვეღარ მოითმინა.
- მისტერ ნეისმიტ! ეს საშინელებაა. არ შემიძლია ყოველი ბურთისთვის კიბეზე ასვლა!
- სხვა რა გზა გვაქვს. ამას თამაში მოითხოვს. მის გარეშე არაფერი გამოვა!
- არ შეიძლება ამ კალათებს ფსკერი მოვუმტვრიოთ? ისინი მაინც აღარავის სჭირდება. ასე აღარ დაგვჭირდება კიბეზე ასვლა.
- გენიოსი ხართ სტებინს! შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. ასეც მოვიქცევით!
სტებინსმა ინსტრუმენტები მოიტანა და რამდენიმე წუთში კალათებს ფსკერი გამოუღო. თამაში გაგრძელდა. სტუდენტები ნამდვილ აზარტში შევიდნენ. აღმოჩნდა, რომ კალათში ბურთის ჩაგდება - ძალიან სახალისო თამაში ყოფილა. ერთი საათის შემდეგ, ისინი ძალით გაყარეს დარბაზიდან სხვა გაკვეთილზე.
- მორჩა, მორჩა! დღეისთვის საკმარისიაა! შემდეგში გავაგრძელოთ! - გაიღიმა ნეისმიტმა. ჩანდა რომ, მან მოიგონა ისეთი თამაში, როგორსაც გულიკი ითხოვდა.
- ბრავო ჯეიმს! ბრავო! - მოულოდნელად აივნიდან დირექტორის ხმა გაისმა. აღმოჩნდა, რომ ის გაკვეთილს თვალს ადევნებდა. - რას დაარქმევთ ამ თამაშს?
ჯეიმსმა კალათებს გახედა, შემდეგ ბურთს...
- მე მას კალათბურთს დავარქმევ!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"