ბევრისთვის ცნობილია ლეგენდარული ისტორია ირლ მენიგოტზე, რომელიც ფარის ზემოთ შემოდებულ ხურდას იღებდა. ლაპარაკია 3,96 მეტრ სიმაღლეზე! ჯერ ერთი, ეს მხოლოდ მითია და მეორე - არასწორი ინფორმაცია.
თავად მენიგოტმა აღიარა, რომ სინამდვილეში ეს ისტორია "ჯამპინგ" ჯეკი ჯექსონის სახელს უკავშირდება.
მაგრამ ფილმ Rebound-ის პროდიუსერები (და საერთოდ, ყველა) უფრო ირლისკენ იხრებიან.
შემდეგ იყო ერთი ბიჭი, სახელად დევიდ ტომსონი, რომელმაც თითქოს ასევე ჩამოიღო ხურდა
"ნიუ იორკის" ვარსკვლავი ამარე სტაუდმაიერი ამბობს, რომ მას ფარის ზედა კიდემდე დაახლოებით 8-10 სანტიმეტრი აკლდება.
ლებრონ ჯეიმსმა კი თქვა: "არა". რა ხდება ამ მხრივ დუაიტ ჰოვარდის შემთხვევაში, რომელმაც 3.66 მეტრის სიმაღლეზე ფარზე საკუთარი სახე "მიაწება"?
"მე შემიძლია. არ ვიცი არავინ, ვინც შეძლებს ამის გაკეთებას, მაგრამ მე მოვახერხებ ფარის ზედა კიდემდე ხელის დადებას.
პირველად ეს ჯერ კიდევ სკოლაში გავაკეთე, როცა 17 წლის ვიყავი. დღეს მე, ალბათ, ვერ შევძლებ იქიდან ხურდის ჩამოხსნას, მაგრამ იქამდე ახტომა ნამდვილად შემიძლია", - თქვა ჰოვარდმა.
როცა ESPN-მა სცადა ამის დასამტკიცებელი ვიდეოს მოპოვება, ვერაფერი იპოვა...
ერთადერთი ადამიანი, რომელმაც თავისი ნახტომი გადაიღო - ჯეიმს უაიტია. ის ძალიან ახლოს იყო მიზანთან, მაგრამ მაინც არ გამოუვიდა მიზნის ასრულება.
და აი, ახლა ყველასთვის უცნობმა კირკპატრიკ მაკოულიმ (203 სმ) თავისი ნახტომით ისტორია შექმნა.
Venice Beach-ზე To the Top-ის კონკურსის (ის სწორედ ირლ მენიგოტის ხსოვნას ეძღვნებოდა) დროს კირკპატრიკი მისწვდა 3 მეტრისა და 96 სანტიმეტრის სიმაღლის ნიშნულს, რომელიც ფარის ზედა კიდის გასწვრივ იყო გადებული (იხილეთ ვიდეო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"