სწორედ ეს თამაში (შაბათს
შსს-თსუ
ძალოვნებს ყველაზე მეტად სწორედ თსუ-სთან გაუჭირდათ. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ნუგზარ ჭეიშვილი თსუ-ს ძალიან სწრაფ კალათბურთს ათამაშებს, სტუდენტები შეტევაში ლაღად ირჯებიან, დაცვაში - აგრესიულად. სწორედ ამ თვისებების წყალობით თსუ-მ მატჩი 11:0 გაქცევით დაიწყო. შეიძლება, ერთი შეხედვით მოულოდნელი იყო სტუმართა სასტარტო ხუთეულში ახალგაზრდა ახალწვეულის ილია ლონდარიძის ხილვა, მაგრამ შეხვედრის მსვლელობამ გვიჩვენა, რომ ეს გამართლებული ნაბიჯი იყო: ილიამ საწყისი გაქცევისასაც დიდი როლი ითამაშა (ბურთს ხსნიდა და კალათშიც სწრაფად აბრუნებდა). მიუხედავად იმისა, რომ თსუ-ში ლონდარიძეზე გამოცდილი არაერთი წინახაზელია (მათიაშვილი, შარაბიძე, ყველაშვილი), ილიამ ყველაზე მეტი ითამაშა - 32 წუთში 25 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა.
- თსუ-მ თავიდან დიდი სხვაობით გაგვასწრო. ამის მიზეზი ის იყო, რომ თამაშის დალაგება ცოტა გაგვიჭირდა, თუმცა მეორე მეოთხედში დაცვაში თამაშიც მოვაწესრიგეთ, შეტევაშიც და 11-ქულიანი სხვაობა იოლად აღმოვფხარით, - იხსენებს შსს-ს ახალწვეული ტროი კოტონი, რომელმაც თამაშის შსს-სკენ შეტრიალებაში დიდი წვლილი შეიტანა: მეორე ათწუთეულის შუაში სამი სამქულიანი ჩააგდო, მას შორეული ტყორცნით ირაკლი ბერიშვილი წაეშველა და დიდ შესვენებაზე ძალოვნები 5-ქულიანი ფორით გავიდნენ - 30:25.
მესამე მეოთხედის დასაწყისში მასპინძლებმა 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს... მთელი მეორე ტაიმი თსუ-ელებმა 10-ქულიანი ჩამორჩენის გაბათილებას შეალიეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც 9 ქულით დამარცხდნენ - 60:69. ამის მიზეზი შსს-ს კალათბურთელთა დამაჯერებელი თამაში იყო: მეოთხე პერიოდის დასაწყისში ირაკლი ბერიშვილმა ზედიზედ რამდენიმე იერიშს ერთი და იგივე დაბოლოება მოუძებნა - ფეხბურთის ენაზე რომ ვთქვათ, ბესიკ ლეჟავა "დასარტყმელ პოზიციაზე" გაიყვანა. ბესოს ერთხელაც არ აუცილებია. თსუ-ელები არ ნებდებოდნენ, ექს-შსს-ელი კორკოტაძის და შარაბიძის სამქულიანებს ლონდარიძე ორიანებს უმატებდა... თუმცა, რამდენჯერაც სხვაობა 10 ქულას ჩამოსცდა, ლექსო ლაფანაშვილმა ურთულესი პოზიციიდან სამქულიანი (ორი) ჩააგდო და... შსს-მ ცალი ფეხი ფინალში შედგა.
- თსუ გამოცდილი გუნდია, ღირსეული წინააღმდეგობაც გაგვიწია, თუმცა გუნდური თამაშის წყალობით გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. ძალიან დაგვეხმარა ტროი კოტონი, რომელიც ახლახან შემოგვიერთდა და ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, - თქვა ნამატჩევს ლექსო ლაფანაშვილმა.
მატჩის ოქმმა რამდენიმე საინტერესო ციფრი დააფიქსირა: თსუ-მ შსს-ს მოხსნებში 51:41 აჯობა, ორქულიანებში 21:16... სამაგიეროდ, ძალოვნებმა ოთხით მეტი სამქულიანი გამოიყენეს - 9:5. შსს-ს საჯარიმო ტყორცნების დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა - 21-დან 10. თსუ-ს ეს მაჩვენებელი თითქმის არც ჰქონია - 22-დან მხოლოდ 3 საჯარიმო ჩააგდო...
სამედიცინო-ქუთაისი
"ქუთაისს" კომპლიმენტი წინა ნომერშიც ვუძღვენით - ახალგაზრდებისა და გამოცდილების კარგი ნაზავია-თქო. გუშინ კიდევ ერთი რამ გამოჩნდა: ქუთათურები სათანადო კონდიციებში არიან, მეორე დღეა მათ დაღლა არ დატყობიათ. გუნდის ყველაზე გამოცდილი ბუბა ბერიშვილი "სამედიცინოსთან" შეუჩერებელი იყო - 30 ქულა ჩააგდო და თანაგუნდელთა გამარჯვებაც განაპირობა.
დინამო-ენერჯი
ეს ის მატჩი იყო, რომლის შედეგის წინასწარ გამოცნობა შეიძლებოდა. შარშანდელი სეზონის შემდეგ საგრძნობლად შესუსტებული "ენერჯი" "დინამოსთვის" მაინც გადაულახავი ბარიერია. მატჩის ბომბარდირი რუსთაველთა ახალბედა კამერუნელი სამუელ ლამუ გახდა - 19 ქულა ჩააგდო. საინტერესოა, რომ ლამუმ და მისმა თანამემამულე ჟულივეტ ტუჯანმა ერთობლივად 8 დაფარება მოაგროვეს (ოთხ-ოთხი). როგორც უკვე მოგახსენეთ, "ენერჯის" გაადმწყვეტი მატჩი შაბათს "სოხუმთან" ელის.
დუდუ დადიანის მემორიალი
21 ოქტომბერი, თბილისი
შსს-ს აკადემიის დარბაზი
დინამო-ენერჯი 58:83
15:21, 16:16, 16:24, 11:22
დინამო: ივანეიშვილი (11ქ, 3პ, 7მ), გლუნჩაძე (2ქ), პატარაია (4ქ, 4პ, 5ფ), თვაური (10ქ, 15მ), ეძგვერაძე (13ქ), ალხანაიძე (10ქ, 12მ), წიკლაური (4ქ), ჩაველაშვილი (4ქ)
ენერჯი: ბერუაშვილი (3ქ), მებურიშვილი (4ქ), ცეკვავა (12ქ, 9მ, 4პ, 3ჩ), წივწივაძე (15ქ, 3პ, 3ჩ), აბაიშვილი (3ქ, 4პ), გუგავა (2ქ), არწივიძე (2ქ, 4ჩ), ხმელიძე (9ქ, 9მ, 5ფ), ტუჯანი (14ქ, 10მ, 5პ, 3ჩ, 4დ), ლამუ (19ქ, 5ჩ, 4დ)
მსაჯები: მ. ანდღულაძე, დ. სადღობელაშვილი
სამედიცინო-ქუთაისი 66:87
18:20, 14:22, 15:22, 19:23
სამედიცინო: გულისაბედაშვილი (13ქ, 3პ), ჩაჩიბაია (6ქ), ს. ლეჟავა (10ქ, 5მ, 5პ, 3ჩ), თავართქილაძე (4პ, 4ჩ), ბექაური (8ქ, 6მ, 3დ), ნინიაშვილი (8ქ, 6მ), კეიდია (2ქ, 6მ), ჭოჭუა (19ქ, 5მ).
ქუთაისი: ვ. ცაგარეიშვილი (6ქ, 3პ), დიდია (7ქ), ბ. ბერიშვილი (30ქ), კვიმსაძე (3პ), ტუკვაძე (2ქ), ბოლქვაძე (5ქ, 5მ), ლომინაშვილი (9ქ, 8მ), გ. ბარბაქაძე (6ქ, 5მ), კოღუაშვილი (9ქ, 10მ, 2დ), ქორიძე (13ქ, 3ჩ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე.
თსუ-შსს 60:69
15:7, 10:23, 16:19, 19:20
თსუ: ხიზანიშვილი (2ქ), ფანჩულიძე (5ქ, 5ფ), გაფრინდაშვილი (4ქ, 9პ, 7მ, 5ფ), მარხვაშვილი, კოხრეიძე (4ქ, 11მ, 6პ, 5ჩ), ლონდარიძე (25ქ, 14მ), კორკოტაძე (9ქ), ლოსაბერიძე (2ქ), ყველაშვილი, მათიაშვილი (2ქ, 5მ), დეკანოიძე, შარაბიძე (7ქ).
შსს: დ. ბერიშვილი, ლაფანაშვილი (14ქ, 8მ, 3ჩ), ლეჟავა (13ქ), ნიკოლაძე (4ქ), ი. ბერიშვილი (5ქ, 5პ), კოტონი (17ქ), მარკოიშვილი (6ქ, 3პ), იმნაძე (9ქ, 11მ), შერმადინი, ტომარაძე, სუხისვილი (1ქ, 5მ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი
A ჯგუფი
გუნდი თ მ წ ქ
1. ენერჯი 2 2 0 4
2. სოხუმი 1 1 0 2
3. დინამო 2 0 2 2
4. აგრარული 1 0 1 1
B ჯგუფი
გუნდი თ მ წ ქ
1. შსს 3 3 0 6
2. ქუთაისი 2 2 0 4
3. თსუ 2 1 1 3
4. სამედიცინო 3 0 3 3
5. სტუ 2 0 2 2
დღეს
13:00 შსს-ქუთაისი
15:00 თსუ-სტუ
17:00 სოხუმი-აგრარული
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"