კალათბურთელი ორ დღეს გაატარებს დუბაიში, სადაც გაიმართება საქველმოქმედო საკალათბურთო მატჩი.
ამ შეხვედრის მიზანი იქნება არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დიაბეტთან ბრძოლა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა.
27 სექტემბერს ჩატარდება მატჩი მადრიდის "რეალის" ლეგენდარულ კალათბურთელებსა და "შავი მამბას გუნდს" შორის.
გუნდების შემადგენლობები 26 აგვისტოს გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, კობი ბრაიანტს მიკროფონი ექნება და მის ყველა მითითებას არენაზე მყოფი მაყურებლებიც მოისმენენ.
ორგანიზატორების თქმით, ბრაიანტის გუნდი ცნობილი სახეებით იქნება დაკომპლექტებული, რომლებსაც მთელი მსოფლიო იცნობს.
ესპანური კლუბის შემადგენლობაში ორი კალათბურთელი იქნება, რომლებსაც NBA-ში თამაშის გამოცდილება აქვთ - ჯო არლაუსკასი ("საკრამენტო") და ხორვატი იან ტაბაკი ("ჰიუსტონი", "ტორონტო", "ბოსტონი" და "ინდიანა").
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"