გადარჩება თუ არა ტონი პარკერი?

AutoSharing Option
საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებთა ამხანაგურ შეხვედრაში მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო ფრანგების გამთამაშებელმა და ლიდერმა ტონი პარკერმა.

ახლა მთელი საფრანგეთი მოუთმენლად ელოდება სამედიცინო შემოწმების შედეგებს, რომელიც კალათბურთელს 27 აგვისტოს ჩაუტარდა. ამაზე იქნება დამოკიდებული - ითამაშებს თუ არა პარკერი ევრობასკეტზე.

მონპელიეში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში პარკერი ყველაზე შედეგიანი იყო ორივე გუნდის რიგებში, თუმცა მატჩი ესპანეთმა მოიგო ერთი ქულით.

პირინეელებს გამარჯვება მოუტანა საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე მარკ გასოლის ჩაგდებულმა ტყორცნამ.

საფრანგეთი-ესპანეთი 84:85
22:23, 21:18, 16:18, 25:26
ს: პარკერი (29), ბატუმი (17+9 მოხსნა), ერტელი
(10), დიაო (8).
ე: მ. გასოლი (26+6 მოხსნა), კალდერონი (11), ლიული (10), ფერნანდესი (7), როდრიგესი (7), რუბიო (7).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული