იაპონია უკალათბურთოდ დარჩა - ამ ქვეყნის ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებში ვერ ითამაშებენ

AutoSharing Option
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მკაცრად დასაჯა იაპონიის კალათბურთის ფედერაცია - ამ ქვეყნის ნაკრებს აეკრძალა საერთაშორისო ტურნირებში თამაში.

ამის მიზეზი გახდა ის, რომ იაპონულმა მხარემ არ შეასრულა FIBA-ს თხოვნა ქვეყნის ფედერაციისა და შიდა ჩემპიონატის რესტრუქტურიზაციაზე. იაპონიის პირველობა ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ლიგისგან შედგება.

დისკვალიფიკაციის შედეგად, იაპონიის ყველა ასაკობრივი ნაკრები ჩამოშორებულია საერთაშორისო ტურნირებს, მათ შორის, ოლიმპიურ თამაშებს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ოლიმპიადა ტოკიოში უნდა გაიმართოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იაპონია და კალათბურთი არ გამიგია მე :))))
fanat
11:59 28-11-2014
0

სიახლეები პოპულარული