3X3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვა

AutoSharing Option
3X3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვა.

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში პლანეტის 20 საუკეთესო გუნდი მოიყრის თავს და 1-5 ივნისს ერთმანეთს მსოფლიოს საუკეთესო გუნდის გამოსავლენად შეერკინება.

საქართველოს ნაკრები ყაზახეთში 30 მაისს გაემგზავრა და პრინციპული ტურნირისთვის მოსამზადებლად ასტანაში რამდენიმე ვარჯიშს გამართავს.

საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ აკადემიელები - დათო აფხაზავა, ლევან ლოლიშვილი, ვითელი გიორგი კორსანტია, და ესპანური "მიერესის" წევრი ნიკა დარბაიძე. დარბაიძეს 3X3 კალათბურთის საერთაშორისო ტურნირებში თამაშის გამოცდილება აქვს. ის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა.

გათამაშების სისტემის თანახმად, მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე
20 ნაკრები 4 ჯგუფშია განაწილებული. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა თურქეთთან, ჩინეთთან, ანდორასთან და არგენტინასთან ერთად. მომდევნო ეტაპზე, პლეი ოფში თითოეული ჯგუფის 5 წევრიდან 2-2 საუკეთესო გადის, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონის გამოსავლენად ბრძოლას მეოთხედფინალებიდან გააგრძელებენ.

ტურნირი 1-ელ ივნისს დაიწყება. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე თურქეთი იქნება, ხოლო ამავე დღეს ქართველები ანდორას დაუპირისპირდებიან. 2 ივნისი ტურნირზე დასვენების დღეა, ხოლო 3-ში საქართველო ჯერ ჩინეთს, შემდეგ კი არგენტინას გაეჯიბრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული