ვინ მიდის, ვინ რჩება: ახალი "დრიმ თიმის" კონტურები

AutoSharing Option
ამერიკული პრესა ყურადღებით აკვირდება მოვლენათა განვითარებას ქვეყნის საკალათბურთო ნაკრების გარშემო და აანალიზებს გუნდის შესაძლო შემადგენლობას რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადისთვის.

ბოლო დღეებში, "დრიმ თიმში" თამაშზე უარი განაცხადეს სტივენ კარიმ და ლამარკუს ოლდრიჯმა. უფრო ადრე, რიოში გამგზავრება იუარეს კრის პოლმა, ბლეიკ გრიფინმა, ენტონი დევისმა და ჯონ უოლმა.

თუმცა აშშ-ის ნაკრების ფანებისთვის კარგი ამბებიცაა. ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვეს: ჯიმი ბატლერმა, კევინ დურანტმა, დრეიმონდ გრინმა, ჰარისონ ბარნსმა, კლეი ტომპსონმა და ანდრე იგუოდალამ.

საკალათბურთო ექსპერტებმა გააანალიზეს ბოლოდროინდელი ინფორმაციები და შეადგინეს აშშ-ის ნაკრების საორიენტაციო შემადგენლობა, რომელიც ასე გამოიყურება:

რასელ უესტბრუკი, კაირი ირვინგი, მაიკ კონლი, კლეი ტომპსონი, ჯეიმს ჰარდენი, ჯიმი ბატლერი, კავაი ლეონარდი, პოლ ჯორჯი, კარმელო ენტონი, კევინ დურანტი, დრეიმონდ გრინი და დემარკუს კაზინსი.

დავამატებთ იმას, რომ რიოს თამაშებთან დაკავშირებით, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია ლებრონ ჯეიმსს.

ეროვნული გუნდის რეზერვში, სავარაუდოდ, იქნებიან: ანდრე დრამონდი, ბრედლი ბილი და გორდონ ჰეივორდი.

* * *
აშშ-ის ოლიმპიური ნაკრები ოლიმპიადისთვის მზადებას ლას ვეგასში, 18 ივლისს დაიწყებს. პირველი გუნდთან სპარინგებს გამართავს "მეორე" ნაკრები, რომლის 25-კაციანი შემადგენლობა გუშინ გამოაცხადეს:

NCAA-ის წარმომადგენლები: მალკოლმ ბროგდონი (ვირჯინიას უნივერსიტეტი), დენზელ ვალენტაინი (მიჩიგანის უნივერსიტეტი), ბრაის ჯონსონი (ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტი), ბრენდონ ინგრემი (დიუკის უნივერსიტეტი), კრის დანი (პროვიდენსის კოლეჯი);

NBA-ის წარმომადგენლები: კოდი ზელერი (შარლოტი), ჯასტის უინსლოუ (მაიამი), მაილზ ტერნერი (ინდიანა), მარკუს სმარტი (ბოსტონი), დ'ანჯელო რასელი (ლეიკერსი), ჯალილ ოკაფორი (ფილადელფია), ჯულიუს რენდლი (ლეიკერსი), ჯაბარი პარკერი (მილუოკი), ემანუელ მუდიაი (დენვერი), დაგ მაკდერმოტი (ჩიკაგო), სი ჯეი მაკალუმი (პორტლენდი), ზაკ ლავინი (მინესოტა), სტენლი ჯონსონი (დეტროიტი), როდნი ჰუდი (იუტა), გერი ჰარისი (დენვერი), ჯერამი გრანტი (ფილადელფია), აარონ გორდონი (ორლანდო), უილი კოული-სტაინი (საკრამენტო), კენტავიუს კოლდუელ-პოუპი (დეტროიტი), დევინ ბუკერი (ფინიქსი).

სარეზერვო გუნდი ოლიმპიური ნაკრების მომავალი მწვრთნელის გრეგ პოპოვიჩის ხელმძღვანელობით იმუშავებს.

* * *
მიუხედავად იმისა, რომ რიოს თამაშებში მონაწილეობა არ მოისურვა რამდენიმე ვარსკვლავმა, კალათბურთიდან წასული კობი ბრაიანტი არ აპირებს თავისი გეგმების შეცვლას და ზაფხულის თამაშებზე გამოსვლას.

ESPN-ის მიმომხილველმა დეივ მაკმენამინმა ბრაიანტთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ "ლეიკერსის" ლეგენდამ უარყო მსგავსი შესაძლებლობა.

უკვე ამა წლის იანვარში, კობიმ საჯაროდ გამოაცხადა, რომ არ აქვს პრეტენზია ნაკრებში მოხვედრაზე. 2015-16 წლის სეზონი ბოლო იყო 37 წლის მცველის კარიერაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული