ევროლიგა: პირველი თურქული ტიტული

AutoSharing Option
"ფენერბაჰჩემ" ევროლიგის ახალი ისტორია დაწერა. ის გახდა პირველი თურქული კლუბი, რომელმაც ევროპის მთავარ საკალათბურთო ტურნირზე გამარჯვება შეძლო. "ფენერმა" კარგად გამოიყენა საკუთარი მოედნის უპირატესობა და ჯერ ნახევარფინალში დამაჯერებლად აჯობა მადრიდის "რეალს", შემდეგ კი ფინალშიც არ შექმნია პრობლემები "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ.

თურქებმა უკვე პირველ მეოთხედში მოიპოვეს საკმაოდ სოლიდური - რვაქულიანი უპირატესობა, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი ნიკოლა კალინიჩს მიუძღვის - მან პირველ 10 წუთში 12 ქულა აიღო. ფინალში ერთადერთი ჩავარდნა "ფენერს" მეორე მეოთხედის ბოლოს ჰქონდა, როცა მეტოქეს სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირებინა, მაგრამ ისევ კომფორტული
სხვაობით დაწინაურდა, როცა მესამე მეოთხედში 11:2 გაქცევა შეასრულა (მანამდე, "ოლიმპიაკოსმა" ოთხ ქულამდე შეძლო მეტოქესთან მიახლოება). ხოლო, როცა მეოთხე მეოთხედის სტარტზე "ფენერბაჰჩემ" 18-ქულიან უპირატესობას მიაღწია, მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.

"ფენერბაჰჩეს" ტრიუმფი რამდენიმე ფაქტორმა განსაზღვრა: თურქებმა 52 პროცენტის სიზუსტით ისროლეს სამქულიანები, დომინირებდნენ სამწამიან ზონაში და ცხრაჯერ დაბლოკეს მეტოქის ტყორცნები, გარდა ამისა, მოიგეს მოხსნებში - 40:30.

ეს იყო ევროლიგაზე მეცხრე გამარჯვება (ხუთ სხვადასხვა კლუბთან ერთად) "ფენერბაჰჩეს" ლეგენდარული მწვრთნელისთვის ჟელკო ობრადოვიჩისთვის. "ოთხთა ფინალის" საუკეთესო მოთამაშე კი თურქების ამერიკელი ფორვარდი ეკპე უდო გახდა.

მე-3 ადგილისთვის
რეალი-ცსკა 70:94
10:23, 22:22, 24:24, 14:25
რ: მაჩიულისი (11), აიონი (11+6 მოხსნა).
ც: ჰაინსი (14+7 მოხსნა), ჯექსონი (13+5 პასი), დე კოლო (13), ფრიძონი (12), ჰიგინსი (12), ვორონცევიჩი (10+6 მოხსნა).

ფინალი
ფენერბაჰჩე-ოლიმპიაკოსი 80:64
26:18, 13:16, 21:14, 20:16
ფ: ბოგდანოვიჩი (17), კალინიჩი (17), უდო (10+9 მოხსნა+5 დაფარება), დატომე (11).
ო: ბერჩი (14), მილუტინოვი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული