"რეალს" რეპეშა ჩაიბარებს

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა AS ამტკიცებს, რომ ხორვატი სპეციალისტი იასმინ რეპეშა მომავალი სეზონიდან მადრიდის "რეალს" ჩაუგდება სათავეში. როგორც ირკვევა, მხოლოდ რეპეშა დათანხმდა იმ პირობებს, რომელსაც "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა მომავალ მწვრთნელს სთავაზობდა. სავარაუდოდ, იასმინი სამწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. გუშინ ხორვატი "რეალის" კუთვნილ სტადიონ "სანტიაგო ბერნაბეუზე" შენიშნეს.

რეპეშას ალტერნატივა იყო სევილიას "კახასოლის" დამრიგებელი ხოან პლასა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ავარჯიშებდა მადრიდულ კლუბს. სიმონე პიანიჯანის, პედრო მარტინესისა და სვეტისლავ პეშიჩის კანდიდატურები არც კი განხილულა. მთავარი კანდიდატები იყვნენ ნევენ სპაჰია და ჟელკო ობრადოვიჩი, მაგრამ მათ უარი
განაცხადეს "ფენერბაჰჩესა" და "პანათინაიკოსის" დატოვებაზე.

ბოლო ორი სეზონი რეპეშამ იტალიის "ბენეტონში" გაატარა, სადაც ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშეების მომზადება შეძლო. დაახლოებით იგივეს ითხოვენ მისგან "რეალში". ცნობისთვის, საინტერესოა, რა ბედი ეწევა ნოვიცა ველიჩკოვიჩს - გამორიცხული არ არის, რეპეშას მოსვლის შემდეგ სერბი მადრიდში დარჩეს. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ ველიჩკოვიჩი "რეალიდან" "პანათინაიკოსში" აპირებდა გადასვლას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული