მაკგრეიდი თურქეთში, არტესტი... ფინეთში

AutoSharing Option
რონ არტესტის უცნაურობები გრძელდება. როგორც იცით, "ლეიკერსის" კალათბურთელმა სახელისა და გვარის შეცვლა გადაწყვიტა და ზამთრიდან მას მეტა უორლდ პისი ერქმევა. მან კიდევ ერთი სიუპრიზი მოუმზადა თავის ფანებს - არტესტი ლოკაუტის შემთხვევაში ფინეთის ჩემპიონატში აპირებს თამაშს.

ეს ამბავი უსწრაფესად აიტაცა ჩრდილოამერიკულმა მასმედიამ და ახლა ყურადღებას აღარავინ აქცევს არტესტის აგენტის, დევიდ ბაუმანის უარყოფის სიტყვებს. საინტერესოა, რა უბიძგებს ამერიკელ კალათბურთელებს ფინეთისკენ. ჯერ სკოტი პიპენი, ახლა რონ არტესტი!

სხვათა შორის, იმავე აგენტმა ბაუმანმა "ლოს ანჯელეს ტაიმსისთვის" კომენტარში აღიარა, რომ მისმა კლიენტმა მართლაც სთხოვა NBA-ში
გაფიცვის შემთხვევაში კარიერის გაგრძელების ევროპული ვარიანტებს შესწავლა.

* * *
უფრო ახლოს არის სიმართლესთან თურქეთის "გალათასარაის" ინტერესი NBA-ის ყოფილი ვარსკვლავის, ტრეისი მაკგრეიდის მიმართ.

ბოლო სეზონები ტი-მაკისთვის არც ისე წარმატებული იყო - ტრავმების გამო ის აღარ მიიჩნევა ლიგის სუპერვარსკვლავად, თუმცა ძველი სიდიადე შემორჩა და თან ასე თუ ისე ნორმალურად ითამაშა ბოლო სეზონში "დეტროიტ პისტონზის" შემადგენლობაში.

ესპანური AS და თურქული Fanatik იტყობინებიან იმის შესახებ, რომ "გალათასარაი" მზად არის კალათბურთელთან მოსალაპარაკებლად. როგორც ირკვევა, თურქული მხარის შეთავაზება უფრო სარფიანია, ვიდრე მაკგრეიდის დღევანდელი ხელფასი NBA-ში - წელიწადში 1.35 მილიონი დოლარი.

NBA-ის ვეტერანი ვარსკვლავების თურქეთში გამგზავრება აღარ გვიკვირს - შარშან ამ ქვეყანაში თამაშობდა ალენ აივერსონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული