ამ კალათბურთელმა გასული სეზონი "ნიუ ორლეანში" დაიწყო, მაგრამ თითქმის არ უწევდა თამაში, შემდეგ კი ფრანგულ "ვილერბანში" გადავიდა, სადაც კარგად ააწყო საქმე და საშუალოდ 16,5 ქულასა და 9,3 მოხსნას აგროვებდა.
* * *
ასევე ცდილობს წინა ხაზის გაძლიერებას თურქული გრანდი "ეფეს პილსენი". ამ მიზნით მან ხორვატი გიგანტი, 217-სანტიმეტრი სიმაღლის სტანკო ბარაჩი
* * *
ცნობილი გახდა ევრობასკეტისთვის გერმანიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა. საინტერესო ის არის, რომ ამ სიაში ვერ მოხდა "დალას მავერიქსის" ლიდერი დირკ ნოვიცკი. ის გამოჯანმრთელებას ელოდება და სავარაუდოდ, მოგვიანებით შეუერთდება ნაკრებს.
მანამდე, დირკ ბაუერმანის გუნდი ასეთი შემადგენლობით დაიწყებს მზადებას ევროპის ჩემპიონატისთვის: ბახინს დი მელო ("ოლდენბურგი"), რობინ ბენცინგი (უკლუბოდ), ნილს გიფი ("კონეკტიკუტი"), პერ გიუნტერი ("ულმი"), იოჰან ჰერბერი ("სკაილაინერსი"), იან იაგლა (უკლუბოდ), კრისტოფერ მაკნოფტონი ("ბრემერჰავენი"), ტიმ ოლბრეხტი (უკლუბოდ), ტიბორ პლიასი ("ბამბერგი"), შტეფან ჰამანი ("ალბა"), ჰაიკო შაფარციკი ("ალბა"), სვენ შულცე ("ალბა"), ლუკა შტაიგერი ("ალბა"), ფილიპ შვენჰელმი ("მიუნხენი"), კონრად ვისოცკი (უკლუბოდ), ფილიპ ცვინერი ("ტრირი").
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"