ყველაზე მდიდრები

AutoSharing Option
ავტორიტეტული სპორტული პორტალის ESPN.com-ის ევროპულმა ვერსიამ "ბებერ კონტინენტზე" მოთამაშე ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელების სია გამოაქყენა.

სიის სათავეში მოექცა "ნიუ ჯერსი ნეტსის" კუთვნილი ვარსკვლავი გამთამაშებელი დერონ უილიამსი, რომელიც ლოკაუტის დასრულებამდე თურქეთის "ბეშიქთაშში" ითამაშებს. ერთი სეზონის სანაცვლოდ ეს კალათბურთელი 3.5 მილიონ ევროს მიიღებს. ათეულში აგრეთვე ვხედავთ NBA-დან დაბრუნებულ კიდევ სამ მოთამაშეს - მეჰმეთ ოქურს, რუდი ფერნანდესსა და ერსან ილიასოვას.

ევროპული ტოპ-ათეული:
1. დერონ უილიამსი ("ბეშიქთაში", თურქეთი) - 3,5 მლნ.
1. მეჰმეთ ოქური ("თურქ ტელეკომი", თურქეთი)
- 3,5 მლნ.
3. ნენად კრსტიჩი (ცსკა, რუსეთი) - 3 მლნ.
4. რუდი ფერნანდესი ("რეალი", ესპანეთი) - 2,7 მლნ.
4. ერსან ილიასოვა ("ეფესი", თურქეთი) 2,7 მლნ.
6. ხუან-კარლოს ნავარო ("ბარსელონა", ესპანეთი) - 2,5 მლნ.
7. ვასილის სპანულისი ("ოლიმპიაკოსი", საბერძნეთი) - 2,4 მლნ.
8. დიმიტრის დიამანტიდისი ("პანათინაიკოსი", საბერძნეთი) 2 მლნ.
9. მაიკ ბატისტი ("პანათინაიკოსი", საბერძნეთი) - 1,9 მლნ.
10. მილოშ ტაოდოშიჩი (ცსკა, რუსეთი) - 1,9 მლნ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნავაროს Deron=ის შემდეგ ყველაზე დიდი ხელფასი უნდა ქონდეს ჩემი აზრით
irakli
22:41 28-09-2011
0

სიახლეები პოპულარული