სიის სათავეში მოექცა "ნიუ ჯერსი ნეტსის" კუთვნილი ვარსკვლავი გამთამაშებელი დერონ უილიამსი, რომელიც ლოკაუტის დასრულებამდე თურქეთის "ბეშიქთაშში" ითამაშებს. ერთი სეზონის სანაცვლოდ ეს კალათბურთელი 3.5 მილიონ ევროს მიიღებს. ათეულში აგრეთვე ვხედავთ NBA-დან დაბრუნებულ კიდევ სამ მოთამაშეს - მეჰმეთ ოქურს, რუდი ფერნანდესსა და ერსან ილიასოვას.
ევროპული ტოპ-ათეული:
1. დერონ უილიამსი ("ბეშიქთაში", თურქეთი) - 3,5 მლნ.
1. მეჰმეთ ოქური ("თურქ ტელეკომი", თურქეთი)
3. ნენად კრსტიჩი (ცსკა, რუსეთი) - 3 მლნ.
4. რუდი ფერნანდესი ("რეალი", ესპანეთი) - 2,7 მლნ.
4. ერსან ილიასოვა ("ეფესი", თურქეთი) 2,7 მლნ.
6. ხუან-კარლოს ნავარო ("ბარსელონა", ესპანეთი) - 2,5 მლნ.
7. ვასილის სპანულისი ("ოლიმპიაკოსი", საბერძნეთი) - 2,4 მლნ.
8. დიმიტრის დიამანტიდისი ("პანათინაიკოსი", საბერძნეთი) 2 მლნ.
9. მაიკ ბატისტი ("პანათინაიკოსი", საბერძნეთი) - 1,9 მლნ.
10. მილოშ ტაოდოშიჩი (ცსკა, რუსეთი) - 1,9 მლნ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"