ლიონური კლუბი გასულ უქმეებზე "პარი-ლევალუას" ხვდებოდა და 75:73 მოიგო. პარკერმა მოედანზე 28 წუთი დაჰყო და 21 ქულა დააგროვა. ტონიმ ცხრიდან ხუთი ორქულიანი, ოთხიდან ორი სამქულიანი და ხუთიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო. ამას სამი მოხსნა და ექვსი შედეგიანი პასი მიამატა.
აღვნიშნავთ, რომ ერთი კვირის წინ "ვილერბანმა" პარკერის გარეშე წააგო საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტური "როანთან" - 76:79.
სხვათა შორის "ვილერბანთან" დაკავშირებით
ადრე ტურიაფის გადაბირება სურდა "ნანსის", რომელმაც ზაფხულში NBA-ის კიდევ ერთი ლეგიონერი - ნიკოლა ბატუმი გაიფორმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"