"ბარსაში" კარიერის ბოლომდე

AutoSharing Option
"ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ხუან-კარლოს ნავარომ ახალი კონტრაქტი გააფორმა კატალონურ გრანდთან და ამ გუნდში 2015 წლის ბოლომდე დარჩება.

31 წლის მცველს მთელი კარიერა "ბარსელონაში" აქვს გატარებული, მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა ოკეანის გაღმა NBA-ის კლუბ "მემფის გრიზლისში".

ამ გადაწყვეტილებით წლევანდელი ევრობასკეტის საუკეთესო მოთამაშემ დაადასტურა, რომ კარიერის დასრულებას სწორედ მშობლიურ კლუბში აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული