ნავარო "ბარსას" ერთგულია

AutoSharing Option
გუშინ, სპეციალურ პრესკონფერენციაზე "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კონტრაქტი გააგრძელა ესპანეთის ნაკრების გამთამაშებელ ხუან-კარლოს ნავაროსთან.

ახალი ხელშეკრულება 2015 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ნათამაშები ერთი სეზონის გარდა, ტიტულოვან მცველს მთელი კარიერა "ბარსელონაში" აქვს გატარებული. ამ გუნდის რიგებში ის ორჯერ გახდა ევროლიგის ჩემპიონი და ექვსჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი. სანაკრებო დონეზე ნავარო ევროპის ორგზისა და მსოფლიოს ჩემპიონია.

უნდა დავამატოთ, რომ ხუან-კარლოსს 14 ქულის დაგროვება დარჩა იმისთვის, რომ ევროლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს.

* * *
თურქეთის "ბეშიქთაში" აგრძელებს შემადგენლობის
გაძლიერებისთვის ზრუნვას. მას შემდეგ, რაც ამ კლუბს ტრანსფერზე უარი უთხრა "მინესოტას" მძიმე ფორვარდმა და NBA-ის საუკეთესო მომხსნელმა კევინ ლავმა, ახლა "ბეშიქთაშმა" 27 წლის პოლონელი ცენტრი მარცინ გორტატი ამოიღო მიზანში.

ამ კალათბურთელმა 2010-11 წლების სეზონში "ფინიქსის" რიგებში 55 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 13,0 ქულა და 9,3 მოხსნა დააგროვა, თუმცა თავის გუნდს პლეი ოფში გასვლაში ვერ დაეხმარა.

* * *
ისრაელის ჩემპიონატში მოთამაშე "ბნეი ჰაშარონმა" NBA-დან მეორე კალათბურთელი შეიძინა.

ჯეი ჯეი ჰიქსონთან წარუმატებელი თანამშრომლობის შემდეგ, კლუბმა 24 წლის ეკპე უდოსთან გააფორმა ხელშეკრულება. კონტრაქტი ერთწლიანია, თუმცა კალათბურთელს უფლება აქვს NBA-ში ლოკაუტის დასრულებისთანავე გაემგზავროს ამერიკაში.

უდოს შარშან სადებიუტო სეზონში ჰქონდა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. მან 51-ჯერ მოირგო "გოლდენ სტეიტის" მაისურა და საშუალოდ მატჩში 4,1 ქულა, 3,1 მოხსნა და 1,5 დაფარება დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული