კირილენკოების არდადეგები

AutoSharing Option
ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ რუსული კალათბურთის ლიდერმა ანდრეი კირილენკომ სეზონის ჩამთავრება მოსკოვის ცსკა-ში გადაწყვიტა. კალათბურთელი დღეს შეუერთდა თავის გუნდს, მანამდე კი საახალწლო არდადეგები კარიბის ზღვაში, კუნძულ სენ ბარტსზე გაატარა.

ამ ადგილს მდიდრებისა და სახელგანთქმულების მექას უწოდებენ. სწორედ სენ ბარტსის სანაპიროსთან გაჩერდა "ჩელსის" მფლობელის რომან აბრამოვიჩის იახტა და რუსმა ოლიგარქმა შობის დღესასწაული კუნძულზე აღნიშნა. კირილენკო აბრამოვიჩის დარი სიმდიდრით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ თავისი ოჯახი მან სწორედ სენ ბარტზე დაასვენა.

პაპარაცები კირილენკოს და მის მეუღლეს ერთ-ერთ პლაჟზე პიკნიკის დროს ჩაუსაფრდნენ.
ანდრეის მეუღლე მაშა - წარსულში ცსკა-ს ცნობილი კალათბურთელის ანდრეი ლოპატოვის ქალიშვილი გახლავთ. თავის დროზე ის მომღერლის კარიერას მისდევდა, მაგრამ სცენა მეუღლისა და ბავშვების გამო მიატოვა. მაშა კალათბურთელზე რვა წლით უფროსია. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს და აგრეთვე ქალიშვილი, რომელიც 2009 წელს იშვილეს.

38 წლის მაშა კირილენკო საკმაოდ კარგ ფორმაშია, რაშიც პაპარაცებიც დარწმუნდნენ. ისინი კუნძულზე ჰოლივუდის ვარსკვლავებს დასდევენ და პარალელურად კალათბურთელის ოჯახიც გადაიღეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული