ლონდონის ოლიმპიადას საფრანგეთის ნაკრები დანაკლისით ხვდება

AutoSharing Option
სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება ლონდონის ოლიმპიადას საფრანგეთის ნაკრები. ამ გუნდის რიგებში თამაშზე უარი განაცხადეს NBA-ის ლეგიონერებმა - როდრიგ ბობუამ და იან მაინმიმ. ისინი "დალას მავერიქსის" წევრები არიან.

ბობუას კლუბის ხელმძღვანელობამ სთხოვა თავი შეიკავოს ნაკრებში თამაშისგან, რადგან ორი წლის წინ, ეროვნულ გუნდში გამოსვლის დროს მცველმა მძიმე ტრავმა მიიღო.

რაც შეეხება მაინმის, ის ნაკრებში თამაშზე იმის გამო ამბობს უარს, რომ ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს "მავერიქსთან" ახალი კონტრაქტის თაობაზე.

ამასთან, ეჭვქვეშაა ოლიმპიადაზე რუსეთის "ლოკომოტივის" ცენტრის ალი ტრაორეს თამაში, რომელიც ამჟამად მუხლის ტრავმას მკურნალობს. "ჩიკაგოს"
ცენტრმა ჟოაკიმ ნოამ კი უბრალოდ გამოაცხადა, რომ კიდევ სამი კვირა დასჭირდება იმისთვის, რომ NBA-ის პლეი ოფის დროს მიღებული ტრავმები მოირჩინოს.

დავამატებთ, რომ ბობუასა და მაინმის არ უთამაშიათ 2011 წლის ევრობასკეტზე, ტრაორე და ნოა კი ფრანგების წარმატების მნიშვნელოვანი ელემენტები იყვნენ. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი კონტინენტის პირველობაზე ვიცე-ჩემპიონი გახდა.

საფრანგეთმა ორი დაკარგა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული