2013-14 წლების სეზონიდან მოყოლებული, ძირითად ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 32 გუნდი. აქედან 25 პირდაპირ მოხვდება ჯგუფურ ეტაპზე, დარჩენილ შვიდ ვაკანსიას კი ევროლიგის საკვალიფიკაციოში წაგებული გუნდები მოიპოვებენ.
მთავარი სიახლე შემდეგში მდგომარეობს - "ოთხთა ფინალი" აღარ გაიმართება. ამის ნაცვლად, გუნდები ნახევარფინალურ ეტაპზე ორმატჩიან დუელში (შინ და გარეთ) გაარკვევენ ფინალისტების ვინაობას. ფინალი კი ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება.
* * *
გასულ უქმეებზე ესპანეთში გამოვლინდა ქვეყნის ჩემპიონი. თავისი არსებობის ისტორიაში
მეხუთე შეხვედრა "ბარსელონას" მოედანზე გაიმართა და მასპინძლებმა ოთხი ქულის სხვაობით - 73:69 იმარჯვეს.
მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო კატალონიელთა ამერიკელი ლეგიონერი პიტ მიკელი, რომელმაც 17 ქულა დააგროვა და ამას 9 მოხსნა დაუმატა.
* * *
ლონდონის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირზე მოსახვედრად სამი საგზურია გასათამაშებელი და ამისთვის ივლისში ვენესუელაში საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება.
პრეტენდენტებმა უკვე დაიწყეს მზადება ამ ტურნირისთვის და პირველი ამხანაგური მატჩებიც გამართეს.
საინტერესო შეხვედრა შედგა საბერძნეთსა და რუსეთს შორის. პირველ მეოთხედში, რუსების მცირე უპირატესობის შემდეგ, ბერძნებმა ხელთ იგდეს ინიციატივა, ბოლო მეოთხედის წინ 10-ქულიან უპირატესობას მიაღწიეს და საბოლოოდ შეძლეს უპირატესობის შენარჩუნება - 66:63.
მეორე ამხანაგურ მატჩში მაკედონიის ნაკრებმა 78:74 დაამარცხა საკვალიფიკაციოს ერთ-ერთი ფავორიტი - ლიტვა.
* * *
ფანტასტიკური სეზონის მიუხედავად, ბერძნული გრანდის - "ოლიმპიაკოსის" დატოვება გადაწყვიტა ცნობილმა სერბმა სპეციალისტმა დუშან ივკოვიჩმა. მან კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ აღარ სურს ორი თანამდებობის შეთავსება და მხოლოდ სერბეთის ნაკრებში გააგრძელებს მუშაობას.
შეგახსენებთ, რომ 2011-12 წლების სეზონში "ოლიმპიაკოსმა" ევროლიგა მოიგო, შემდეგ კი საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში თავის უპრინციპულეს მეტოქეს - "პანათინაიკოსს" აჯობა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"