2012-13 წლების სეზონის ევროლიგა დაჯგუფდა

AutoSharing Option
6 ივლისს, ბარსელონაში 2012-13 წლების სეზონის ევროლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

პირველ ეტაპზე კვლავინდებურად 24 გუნდი ითამაშებს, რომელიც ოთხ ჯგუფად არის დაყოფილი.

A ჯგუფი
პანათინაიკოსი (საბ)
რეალი (ესპ)
ხიმკი (რუს)
ფენერბაჰჩე (თურ)
ოლიმპია (სლოვენ)
კვალიფიკაცია

B ჯგუფი
მაკაბი (ისრ)
მონტეპასკი (იტა)
ალბა (გერ)
უნიკახა (ესპ)
პროკომი (პოლ)
შალონი (საფ)

C ჯგუფი
ოლიმპიაკოსი (საბ)
კახა ლაბორალი (ესპ)
ეფესი (თურ)
ჟალგირისი (ლიტ)
მილანი (იტა)
ზაგრები (ხორ)

D ჯგუფი
ბარსელონა (ესპ)
ცსკა (რუს)
პარტიზანი (სერ)
ლეტუვოს რიტასი (ლიტ)
ბამბერგი (გერ)
ბეშიქთაში (თურ)

თითოეული
ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ოთხი საუკეთესო გუნდი გადის.

რაც შეეხება საკვალიფიკაციო ტურნირს, მასში რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ის პლეი ოფის სისტემით ჩაივლის.

მეოთხედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:

უნიქს (რუს)-ულმი (გერ)
ლე მანი (საფ)-დონეცკი (უკრ)
ნიმბურკი (ჩეხ)-ოსტენდე (ბელ)
კანტუ (იტა)-აკადემიკი (ბულ)

ჯგუფურ ეტაპზე საკვალიფიკაციოს გამარჯვებული ერთი გუნდი მოხვდება.

* * *
ამასობაში, ევროლიგის მონაწილე გუნდები აგრძელებენ შემადგენლობის გაძლიერებას. უცნაური გადაწყვეტილება მიიღო ხორვატმა ცენტრმა ანტე ტომიჩმა, რომელმაც "რეალიდან" “ბარსელონაში" გადასვლა გადაწყვიტა. 217 სანტიმეტრი სიმაღლის კალათბურთელმა კატალონურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გასულ კვირას, ბევრს წერდნენ იმის შესახებ, რომ ტომიჩი მოსკოვის ცსკა-ში აპირებდა გადასვლას, მაგრამ მან ესპანეთში დარჩენა ამჯობინა. ანტე 2010 წლის იანვარში გადავიდა "რეალში" და ამ გუნდში ორწელიწადნახევარი ითამაშა. შარშან, ესპანეთის ჩემპიონატში მისი სტასტისტიკა 8.0 ქულასა და 4.9 მოხსნას უდრიდა.

* * *
ლეგენდარულმა იტალიელმა სნაიპერმა, ვეტერანმა ჯანლუკა ბაზილემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კარიერას "მილანში" გააგრძელებს. კალათბურთელის თქმით, ყველა დეტალი მოგვარებულია და უახლოეს დღეებში ერთწლიან კონტრაქტს მოეწერება ხელი.

ბაზილემ გასული სეზონი "კანტუს" რიგებში გაატარა, მანამდე კი "ბარსელონაში" თამაშობდა, რომელთან ერთადაც 2009-10 წლების სეზონში ევროლიგა მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული