რატომ ისროდა ბურთს კალათბურთელი თავის ფარში, უცნობი დარჩა. მან მაინც ვერ მოახერხა ზუსტი ტყორცნა და მეოთხე სროლის შემდეგ ბურთი ფარიდან მისმა თანაგუნდელმა მოხსნა (იხილეთ ვიდეო).
ინციდენტი "ნატუაისა" და "გოლდენ კონტის" შეხვედრის დროს მოხდა. ეს მატჩი 10 ნოემბერს გაიმართა და "გოლდენ კონტის" გამარჯვებით დასრულდა - 91:49.
მოგვიანებით ამ ეპიზოდის ვიდეო YouTube-ზე დაიდო და ცოტა ხანში ის 20 ათასმა ადამიანმა ნახა. ვებგვერდ
"ნატუაის" მწვრთნელმა დიდიე ტემანმა ბელგიური პრესისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ "გოლდენ კონტისთან" მატჩში მის შეგირდებს ოდნავ არ გაუმართლათ. ტემანის სიტყვებით, მისი გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 11 ქულას აგებდა და დასაკარგი არაფერი ჰქონდა. ამიტომაც გარისკა და დიდი ანგარიშით დამარცხდა. მწვრთნელმა ისიც აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში "ნატუაი" ეცდება პირველი გამარჯვება მოიპოვოს თავის დივიზიონში.
რვა ტურის შემდეგ "ნატუაის" რვა წაგება აქვს და ბოლო ადგილს იკავებს 14-გუნდიან ჩემპიონატში. ეს გუნდი საშუალოდ 30 ქულის სხვაობით აგებს მატჩებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"