ბალჩიუნასის ადვოკატები თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პირობით პატიმრობას ითხოვდნენ, მაგრამ სასამართლომ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.
გენერალურ მდივანს ქალაქ პანევეჟისის მერის მრჩეველთან, დარიუს სიმენასთან და სასტუმრო "რომანტიკის" მფლობელ დალი კუკლერენესთან ერთად კორუფციაში ედება ბრალი.
კერძოდ, ამ ტრიომ ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის წინ პანევეჟისის მერიის ფულით - 600 ათასი ევროთი - უკანონოდ ჩაუტარა რეკონსტრუქცია "რომანტიკას", რომელშიც ევრობასკეტის მონაწილეები ცხოვრობდნენ.
ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, თაღლითობისა და დოკუმენტების ფალსიფიკაციის მიმართულებით.
პანევეჟისის
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"