ჯერ კიდევ მადრიდის თამაშებში გამოჩნდა, რომ ამ ეტაპზე, "რეალი" ისრაელის ჩემპიონზე უკეთეს ფორმაში იყო. ესპანელებმა კარგად დაიწყეს შეხვედრა და პირველი მეოთხედი ექვსი ქულის სხვაობით მოიგეს. მაგრამ, ამის შემდეგ, "მაკაბი" ინციატივას დაეუფლა და მეთოდურად დაიწყო ჩამორჩენის შემცირება. დიდი შესვენებისთვის "რეალის" უპირატესობა სამ ქულამდე დავიდა, მესამე მეოთხედის შუაში კი "მაკაბი" ოთხი ქულით დაწინაურდა
* * *
"რეალისგან" განსხვავებით, რთულ მდგომარეობაშია მეორე ესპანური გრანდი "ბარსელონა", რომელსაც TOP16-ში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. კატალონელები 1:2 ჩამორჩნენ სერიაში "პანათინაიკოსს".
ბარსელონაში გამართული ორივე მატჩი ძალიან დაძაბული იყო და სიტუაცია არც ათენში შეცვლილა. "პაომ" ბრწყინვალე ტემპში დაიწყო შეხვედრა და პირველ მეოთხედში ათი ქულით დაწინაურება მოახერხა, მეორე 10-წუთეულში კი თითქმის შეინარჩუნა ეს უპირატესობა (+9). "ბარსას" უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა და აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა. ამან შედეგი გამოიღო - "ბარსელონამ" არათუ გაათანაბრა ანგარიში, არამედ ბოლო მეოთხედის წინ ერთი ქულით წინ გასვლაც მოახერხა.
ბოლო 10-წუთეულის დიდი ნაწილი სტუმრები ოდნავ უკეთ გამოიყურებოდნენ და ბოლოსკენ ოთხი ქულით იგებდნენ - 63:59, რაც თითქმის გამარჯვების გარანტიას იძლეოდა. მაგრამ აქ ისევ გაიბრწყინა მეორე მატჩის გმირმა დიმიტრის დიამანტიდისმა, რომლის მონდომებით "პანათინაიკოსს" მინი-სპურტი გამოუვიდა - 6:0 და 65:63 გაიმარჯვა. სერიის მეოთხე შეხვედრაც საბერძნეთის დედაქალაქში გაიმართება და "პაოს" "ოთხთა ფინალში" გასვლის რეალური შანსი აქვს.
მაკაბი-რეალი 57:69
10:16, 20:17, 14:19, 13:17
მ: ჯეიმსი (18+6 მოხსნა), ჰიკმენი (11+5 პასი), ოჰაიონი (11+3 ჩაჭრა), ლოგანი (11).
რ: კეროლი (16), ლიული (13), როდრიგესი (12).
სერია: 0-3
პანათინაიკოსი-ბარსელონა 65:63
20:10, 18:19, 12:22, 15:12
პ: ბრამოსი (14), დიამანტიდისი (12), ლასმე (11+8 მოხსნა).
ბ: ნავარო (17), იასიკიავიჩუსი (13), ტომიჩი (12+9 მოხსნა).
სერია: 2:1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ევროთასების პირველი ტიტული რუსებისაა