ევროლიგის "ოთხთა ფინალში" წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ მოსკოვის ცსკა-ში სერიოზული ცვლილებებია დაგეგმილი. კერძოდ, იტყობინებიან, რომ რუსეთის ჩემპიონის რიგები, შესაძლოა, სერბმა გამთამაშებელმა მილოშ ტეოდოშიჩმა დატოვოს. უფრო ადრე ცსკა-ს პრეზიდენტმა ანდრეი ვატუტინმა განაცხადა, რომ გუნდში ცვლილებებია მოსალოდნელი.
სერბი მცველის მომავალი არმიულ კლუბში ევროლიგის ნახევარფინალში "ოლიმპიაკოსთან" (52:69) ცუდმა თამაშმა განსაზღვრა. იმ შეხვედრაში ტეოდოშიჩმა 29 წუთი ითამაშა, ხუთი ქულა დააგროვა და მხოლოდ ერთი შედეგიანი პასი შეასრულა. მოსკოვიდან მისი წასვლის ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება გახდეს მაღალი ხელფასი - ტეოდოშიჩი წელიწადში 2 მილიონ ევროს
* * *
"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ ტრავმირებული ნათან ჯავაის შემცვლელი იპოვა - კატალონიური კლუბი შემადგენლობას სანკტ-პეტერბურგის "სპარტაკის" ბერძენი ცენტრით, ლუკას მავროკეფალიდისით შეავსებს. მან უკვე დაასრულა ჩემპიონატი რუსეთში და ახლა სეზონის ბოლომდე გააფორმებს კონტრაქტს კატალონიურ გრანდთან. ამ პერიოდში ბერძენი 50 ათას ევროს გამოიმუშავებს, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატში გამარჯვების შემთხვევაში, ამ თანხას პრემიაც დაემატება.
28 წლის ცენტრმა ევროთასის 14 მატჩში საშუალოდ 14.5 ქულა და 5.3 მოხსნა დააგროვა.
ევროჩელენჯი უქმდება
ცნობილი საკალათბურთო მიმომხილველის, ჯორჯ მატიჩის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში FIBA-ევროპამ, შესაძლოა, რანგით მესამე ევროტურნირის - ევროჩელენჯის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღოს. წელს ეს შეჯიბრი რუსეთის "კრასნიე კრილიამ" მოიგო და ის, შესაძლოა, "გამოწვევის თასის" (ევროჩელენჯის მეორე სახელწოდება) ბოლო ტრიუმფატორი აღმოჩნდეს.
როგორც იტყობინებიან, ევროჩელენჯის გაუქმებით გაფართოვდება ევროთასი - რანგით მეორე საკლუბო ტურნირი ევროპაში. განახლებული ფორმატის თანახმად, ამ ტურნირში 48 ან 60 გუნდი ითამაშებს.
ევროპული კალათბურთის შეფები საფეხბურთო უეფა-ს გზას ადგანან, სადაც ასევე სამი ტურნირის ნაცვლად ორს ატარებენ - ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგას (უეფას თასი).
"ჟალგირისი" დაიშლება
ამ ზაფხულს ლიტვურ გრანდში, კაუნასის "ჟალგირისში" სერიოზული ცვლილებებია დაგეგმილი.
2012-13 წლების სეზონის მსვლელობისას "ჟალგირისს" სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა. შესაბამისად, დღეს ძალიან რთულია, იწინასწარმეტყველო ამ კლუბის მომავალი. ამის გაკეთება სცადა ლიტვურმა ინტერნეტ-გამოცემა sportas.lt-მა.
ლიტვური გრანდის ათ მოთამაშეს ამ ზაფხულს უმთავრდება კონტრაქტი. მათ შორის არიან: რიმანტას კაუკენასი, ოლივერ ლაფაიეტი, მარკო პოპოვიჩი და პაულიუს იანკუნასი. დონი მაკგრატისა და რობერტ იავტოკასის ხელშეკრულებებში არსებობს კონტრაქტის გაგრძელების პუნქტი. ძმებმა კშიშტოფ და დარიუშ ლავრინოვიჩებმა, მინდაუგას კუზმინსკასმა და ადას იუშკევიჩუსმა კიდევ ერთი სეზონი უნდა გაატარონ "ჟალგირისში".
ამასთან, ჯერჯერობით მხოლოდ გუნდის კაპიტანმა იანკუნასმა და იუშკევიჩუსმა გამოთქვეს გუნდში დარჩენის სურვილი. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ამ ზაფხულს ლიტვურ კლუბში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში გავრცელებული ჭორების თანახმად, ჟურნალისტები კაუკენასს იტალიის "კანტუში" უშვებენ, ლაფაიეტს - "რეალში" ან "პანათინაიკოსში".
ჟერებკო შვედეთს დაეხმარება
როგორც შვედეთის კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, "დეტროიტ პისტონზის" ფორვარდი იონას ჟერებკო სექტემბერში ევრობასკეტზე თამაშს აპირებს. შვედების ლიდერი გუნდს ზაფხულის ბოლოს შეუერთდება.
26 წლის ჟერებკომ 2013 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციოშიც ითამაშა და საშუალოდ მატჩში 20.3 ქულა და 6.6 მოხსნა დააგროვა.
წელს NBA-ში იონასს არც ისე წარმატებული სეზონი ჰქონდა - მან რეგულარული ჩემპიონატის დიდი ნაწილი სათადარიგოთა სკამზე გაატარა და მხოლოდ ბოლოსკენ მიეცა სოლიდური სათამაშო დრო. მისი საშუალო სტატისტიკა 18 წუთში 7.7 ქულასა და 3.8 მოხსნას უდრიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პაუ გასოლი ევრობასკეტის მიღმა