ბერძნული გრანდები
დავიწყოთ ტურნირის მოქმედი ჩემპიონით "ოლიმპიაკოსით". თუ საქმის კურსში არ ხართ, უნდა ვთქვათ, რომ ბერძნული გრანდი ოდნავ შესუსტდა. ზედიზედ ორი ტრიუმფალური სეზონის შემდეგ ბერძნები იძულებულნი გახდნენ, ორიენტაცია შეეცვალათ და გუნდის გარდაქმნა დაეწყოთ.
მთავარი ვარსკვლავი ვასილის სპანულისი გუნდში დარჩა, მაგრამ სხვები წავიდნენ. ჰაინსისა და პაპანიკოლაუს გარდა, პირეელებმა ჯოშ პაუელიც დაკარგეს, რომელიც "ნიუ იორკ
გუნდი შეავსო რამდენიმე ახალგაზრდამ, მათ შორის, იოანის პაპაპეტრუმ (19 წლის) და დიმიტროს არგავანისმა (18 წლის). არიან გამოცდილი ახალბედებიც: "რეალიდან" გადაიბირეს მირზა ბეგიჩი, "ოსტენდედან" კი ბელგიის ლიგის MVP მეტ ლოჟეცკი. მოკლედ, შევსება არის, მაგრამ წელს პირეელები, სავარაუდოდ, სერიოზულ პრეტენზიას ვერ გამოაცხადებენ ტიტულზე.
უფრო კარგ სიტუაციაშია "პანათინაიკოსი". "მწვანეებმა" მთლიანად დაამარცხეს "ოლიმპიაკოსი" საშინაო არენაზე - მოიგეს ჩემპიონატი და ქვეყნის თასი, მაგრამ ევროლიგაზე ვერ გადალახეს "ბარსელონას" ბარიერი მეოთხედფინალში.
ამჯერად, არგირის პედულაკისის კალათბურთელები ისევ განაცხადებენ პრეტენზიას ტიტულზე. დიმიტრიოს დიამანტიდისს, რა თქმა უნდა, ასაკი ემატება, მაგრამ შემცვლელს უმზადებენ ნიკოს პაპასის სახით, რომელმაც შარშან, ევროთასზე "პანიონიოსის" რიგებში გაიბრწყინა.
სიკვდილის ჯგუფი
არ ჩამორჩება "პანათინაიკოსს" "ბარსელონა". ზაფხულში კატალონიელებმა მთლიანად ევროპაში ერთ-ერთი ხმაურიანი გარიგება განახორციელეს - "ოლიმპიაკოსს" წაართვეს საუკეთესო ახალგაზრდა ფორვარდი კოსტას პაპანიკოლაუ. ამისთვის "ბარსამ" მსხვერპლად გაიღო ძალიან სასარგებლო და ძლიერი ავსტრალიელი ჯო ინგლსი.
საერთოდ, "ბარსელონამ" და ცსკა-მ გონივრული სატრანსფერო პოლიტიკა აწარმოეს - თავად გაძლიერდნენ და ამასთან, "ოლიმპიაკოსი" დაასუსტეს. ამ პოლიტიკას უნდა მივაკუთვნოთ "ბარსელონას" მიერ "გაზიანთეფიდან" ჯოუი დორსის გადაბირება, რომელმაც "ოლიმპიაკოსთან" ერთად 2012 წელს მოიგო ევროლიგა.
კატალონიელთა კიდევ ერთი ხმაურიანი შენაძენი გახდა ბოსტჯან ნახბარი, რომელიც შარშან "ბამბერგში" თამაშობდა. გარდა ამისა, "ბარსამ" ნეითან ჯავაის ყველასთვის კარგად ნაცნობი პოლონელი მაცეი ლიამპე ამჯობინა.
"ბარსელონას" მზადყოფნის შემოწმება ჯგუფურ ეტაპზევე შესაძლებელი იქნება, რადგან მისი მეტოქეა კიდევ ერთი ძირითადი ფავორიტი - მოსკოვის ცსკა. არმიელებმა სატრანსფერო ბაზრისას შემადგენლობაში არსებული ხვრელების ამოვსებისთვის იზრუნეს. ახლა მილოშ ტეოდოშიჩს აღარ მოუწევს დიდხანს ბურთის თრევა ან ხშირად სროლა, რადგან მოსკოველთა რიგებში ჯერემი პარგო ჩაირიცხა.
ნენად კრსტიჩის ხასიათის სიმტკიცის დეფიციტს შეავსებს "ოლიმპიაკოსიდან" აყვანილი კაილ ჰაინსის ბრძოლის ჟინი. კიდევ ერთი ახალწვეულის, ვიტალი ფრიძონის გამოცდილება და კლასი გუნდს ძალიან გამოადგება, თუმცა ის გუნდში მეოთხე მცველია. ეს ცსკა-ს გრძელ და ხარისხიან სათადარიგოთა სკამზე მეტყველებს.
ამავე ჯგუფში დიდ ინტერესს იწვევს "ფენერბაჰჩეს" გამოსვლა. მას ლეგენდარული ჟელკო ობრადოვიჩი ჩაუდგა სათავეში. ევროლიგის რვაგზის გამარჯვებულმა მწვრთნელმა ერთი წელი დაისვენა და ახლა თურქებისგან მიიღო არა მხოლოდ ორწლიანი კონტრაქტი, არამედ შემადგენლობის საკმაოდ სერიოზული გაძლიერება. შეიძინეს ყველასთვის კარგად ნაცნობი ნემანია ბიელიცა და ლინას კლეიზა. ეს საკმაოდ კარგი დანამატია ბო მაკალებისთვისა და ბოიან ბოგდანოვიჩისთვის.
სხვები
ევროლიგის შარშანდელი ფინალისტის - მადრიდის "რეალის" რიგებში სერიოზული ცვლილებები არ მომხდარა. გუნდმა შეინარჩუნა ყველა წამყვანი კალათბურთელი და მხოლოდ ცენტრები შეცვალა: გაძლიერდა იოანის ბურუსისითა და სალა მეჰრით ტუნისიდან. ესპანეთის დედაქალაქში ყველაფერი სტაბილურადაა და ეს არის იქიდან მთავარი ახალი ამბავი. ეს იმას ნიშნავს, რომ პაბლო ლასოს შეგირდები ისევ იბრძოლებენ გამარჯვებისთვის.
იმ გუნდებისგან, რომლებიც ფავორიტებად არ მიიჩნევიან, მაგრამ მათგან სიურპრიზებს ელიან, პირველ რიგში, "გალათასარაის" გამოყოფენ. თურქებმა ცსკა-ში დაწუნებული ზორან ერცეგი აიყვანეს. გარდა ამისა, ერგინ ათამანის გუნდში თამაშობენ ჰენრი დომერკანტი და კარლოს აროიო, რომელიც თავის დროზე NBA-ში გამოირჩეოდა. და კიდევ, ჯავაი გადავიდა სტამბულში "ბარსელონადან". ასე რომ, მანუჩარ მარკოიშვილის გუნდისთვის ყურადღების მიქცევას გვირჩევენ.
ჯგუფური ეტაპის კალენდარი
A ჯგუფი
ბარსელონა (ესპანეთი)
ფენერბაჰჩე (თურქეთი)
ცსკა (რუსეთი)
ნანტი (საფრანგეთი)
პარტიზანი (სერბეთი)
ბუდიველნიკი (უკრაინა)
I ტური
17 ოქტომბერი
ბუდიველნიკი-ფენერბაჰჩე
ნანტი-ცსკა
ბარსელონა-პარტიზანი
II ტური
25 ოქტომბერი
ცსკა-ბუდიველნიკი
ფენერბაჰჩე-ბარსელონა
პარტიზანი-ნანტი
III ტური
31 ოქტომბერი
ბუდიველნიკი-პარტიზანი
ფენერბაჰჩე-ცსკა
ბარსელონა-ნანტი
IV ტური
8 ნოემბერი
პარტიზანი-ფენერბაჰჩე
ნანტი-ბუდიველნიკი
ბარსელონა-ცსკა
V ტური
14 ნოემბერი
ბუდიველნიკი-ბარსელონა
ფენერბაჰჩე-ნანტი
15 ნოემბერი
ცსკა-პარტიზანი
VI ტური
21 ნოემბერი
ცსკა-ნანტი
პარტიზანი-ბარსელონა
22 ნოემბერი
ფენერბაჰჩე-ბუდიველნიკი
VII ტური
29 ნოემბერი
ბუდიველნიკი-ცსკა
ნანტი-პარტიზანი
ბარსელონა-ფენერბაჰჩე
VIII ტური
5 დეკემბერი
პარტიზანი-ბუდიველნიკი
6 დეკემბერი
ცსკა-ფენერბაჰჩე
ნანტი-ბარსელონა
IX ტური
12 დეკემბერი
ცსკა-ბარსელონა
ფენერბაჰჩე-პარტიზანი
13 დეკემბერი
ბუდიველნიკი-ნანტი
X ტური
19 დეკემბერი
პარტიზანი-ცსკა
ნანტი-ფენერბაჰჩე
ბარსელონა-ბუდიველნიკი
B ჯგუფი
რეალი (ესპანეთი)
ეფესი (თურქეთი)
მილანი (იტალია)
ჟალგირისი (ლიტვა)
ბამბერგი (გერმანია)
სტრასბური (საფრანგეთი)
I ტური
16 ოქტომბერი
ბამბერგი-სტრასბური 84:70
17 ოქტომბერი
ეფესი-მილანი
18 ოქტომბერი
ჟალგირისი-რეალი
II ტური
24 ოქტომბერი
მილანი-ჟალგირისი
რეალი-ბამბერგი
25 ოქტომბერი
სტრასბური-ეფესი
III ტური
31 ოქტომბერი
ჟალგირისი-სტრასბური
1 ნოემბერი
ბამბერგი-ეფესი
რეალი-მილანი
IV ტური
7 ნოემბერი
ეფესი-ჟალგირისი
ბამბერგი-მილანი
სტრასბური-რეალი
V ტური
14 ნოემბერი
ჟალგირისი-ბამბერგი
რეალი-ეფესი
15 ნოემბერი
მილანი-სტრასბური
VI ტური
22 ნოემბერი
რეალი-ჟალგირისი
სტრასბური-ბამბერგი
მილანი-ეფესი
VII ტური
28 ნოემბერი
ჟალგირისი-მილანი
ბამბერგი-რეალი
29 ნოემბერი
ეფესი-სტრასბური
VIII ტური
5 დეკემბერი
მილანი-რეალი
სტრასბური-ჟალგირისი
6 დეკემბერი
ეფესი-ბამბერგი
IX ტური
12 დეკემბერი
ჟალგირისი-ეფესი
13 დეკემბერი
მილანი-ბამბერგი
რეალი-სტრასბური
X ტური
19 დეკემბერი
ეფესი-რეალი
ბამბერგი-ჟალგირისი
სტრასბური-მილანი
C ჯგუფი
ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)
მონტეპასკი (იტალია)
გალათასარაი (თურქეთი)
უნიკახა (ესპანეთი)
ბაიერნი (გერმანია)
სტელმეტი (პოლონეთი)
I ტური
16 ოქტომბერი
მონტეპასკი-გალათასარაი 75:84
18 ოქტომბერი
სტელმეტი-ბაიერნი
ოლიმპიაკოსი-უნიკახა
II ტური
24 ოქტომბერი
უნიკახა-სტელმეტი
გალათასარაი-ოლიმპიაკოსი
25 ოქტომბერი
ბაიერნი-მონტეპასკი
III ტური
31 ოქტომბერი
ოლიმპიაკოსი-ბაიერნი
უნიკახა-გალათასარაი
1 ნოემბერი
სტელმეტი-მონტეპასკი
IV ტური
8 ნოემბერი
სტელმეტი-გალათასარაი
ბაიერნი-უნიკახა
მონტეპასკი-ოლიმპიაკოსი
V ტური
14 ნოემბერი
უნიკახა-მონტეპასკი
15 ნოემბერი
გალათასარაი-ბაიერნი
ოლიმპიაკოსი-სტელმეტი
VI ტური
21 ნოემბერი
გალათასარაი-მონტეპასკი
ბაიერნი-სტელმეტი
22 ნოემბერი
უნიკახა-ოლიმპიაკოსი
VII ტური
28 ნოემბერი
სტელმეტი-უნიკახა
ოლიმპიაკოსი-გალათასარაი
29 ნოემბერი
მონტეპასკი-ბაიერნი
VIII ტური
5 დეკემბერი
მონტეპასკი-სტელმეტი
გალათასარაი-უნიკახა
ბაიერნი-ოლიმპიაკოსი
IX ტური
12 დეკემბერი
ოლიმპიაკოსი-მონტეპასკი
უნიკახა-ბაიერნი
13 დეკემბერი
გალათასარაი-სტელმეტი
X ტური
19 დეკემბერი
ბაიერნი-გალათასარაი
სტელმეტი-ოლიმპიაკოსი
მონტეპასკი-უნიკახა
D ჯგუფი
პანათინაიკოსი (საბერძნეთი)
მაკაბი (ისრაელი)
კ. ლაბორალი (ესპანეთი)
ლ. რიტასი (ლიტვა)
ცრ. ზვეზდა (სერბეთი)
ლოკომოტივი (რუსეთი)
I ტური
17 ოქტომბერი
ცრ. ზვეზდა-ლოკომოტივი
კ. ლაბორალი-მაკაბი
ლ. რიტასი-პანათინაიკოსი
II ტური
24 ოქტომბერი
ლოკომოტივი-ლ. რიტასი
მაკაბი-ცრ. ზვეზდა
25 ოქტომბერი
პანათინაიკოსი-კ. ლაბორალი
III ტური
31 ოქტომბერი
ლ. რიტასი-კ. ლაბორალი
1 ნოემბერი
ლოკომოტივი-მაკაბი
ცრ. ზვეზდა-პანათინაიკოსი
IV ტური
7 ნოემბერი
პანათინაიკოსი-ლოკომოტივი
კ. ლაბორალი-ცრ. ზვეზდა
ლ. რიტასი-მაკაბი
V ტური
14 ნოემბერი
ლოკომოტივი-კ. ლაბორალი
მაკაბი-პანათინაიკოსი
15 ნოემბერი
ცრ. ზვეზდა-ლ. რიტასი
VI ტური
21 ნოემბერი
მაკაბი-კ. ლაბორალი
პანათინაიკოსი-ლ. რიტასი
22 ნოემბერი
ლოკომოტივი-ცრ. ზვეზდა
VII ტური
28 ნოემბერი
ცრ. ზვეზდა-მაკაბი
ლ. რიტასი-ლოკომოტივი
29 ნოემბერი
კ. ლაბორალი-პანათინაიკოსი
VIII ტური
5 დეკემბერი
მაკაბი-ლოკომოტივი
6 დეკემბერი
პანათინაიკოსი-ცრ. ზვეზდა
კ. ლაბორალი-ლ. რიტასი
IX ტური
12 დეკემბერი
მაკაბი-ლ. რიტასი
13 დეკემბერი
ლოკომოტივი-პანათინაიკოსი
ცრ. ზვეზდა-კ. ლაბორალი
X ტური
19 დეკემბერი
პანათინაიკოსი-მაკაბი
ლ. რიტასი-ცრ. ზვეზდა
კ. ლაბორალი-ლოკომოტივი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"