გუშინ, ბარსელონაში ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის, ე. წ. TOP16-ის წილისყრა გაიმართა. პირველი ეტაპის 16 საუკეთესო გუნდი ოთხ ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდა:
E ჯგუფი
პანათინაიკოსი (საბერძნეთი)
კახა ლაბორალი (ესპანეთი)
უნიკახა (ესპანეთი)
ლეტუვოს რიტასი (ლიტვა)
F ჯგუფი
მაკაბი (თ-ა, ისრაელი)
ოლიმპია (სლოვენია)
ბარსელონა (ესპანეთი)
რომა (იტალია)
G ჯგუფი
მონტეპასკი (იტალია)
რეალი (ესპანეთი)
ეფესი (თურქეთი)
პარტიზანი (სერბეთი)
H ჯგუფი
ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)
ფენერბაჰჩე (თურქეთი)
ჟალგირისი (ლიტვა)
ვალენსია (ესპანეთი)
ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს E ჯგუფი, სადაც "პანათინაიკოსს" ორ ესპანურ კლუბთან და არაპროგნოზირებად ლიტველებთან მოუწევს თამაში. ყველაზე
TOP16 19 იანვარს დაიწყება და 3 მარტამდე გაგრძელდება. თითო ჯგუფიდან მეოთხედფინაში ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა, იქ კი გაიმართება სერიები სამ მოგებამდე.
პირველ ტურში ერთმანეთს შეხვდებიან ჯგუფებში მითითებული პირველი და მესამე, აგრეთვე მეორე და მეოთხე გუნდები.